იანოშ ჰერმანიერთი მხრივ, ძლიერი უმრავლესობა და მანდატი გაძლევს შესაძლებლობებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გაზრდილ უფლებამოსილებას გაზრდილი პასუხისმგებლობა ახლავს თან,  – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეუთო-ს განცხადებას, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ასევე ყურადღებას ვაქცევთ, ეუთო-სა და სხვა ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ გარკვეულ ხარვეზებს”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის იმუშაოს საქართველოსთან ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

„მსურს ასევე მივულოცო ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში შევიდა და ვიმედოვნებ, რომ ისინი გამარჯვებას მოუტანენ ქართულ დემოკრატიას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტიები პარლამენტში ინკლუზიურად ითანამშრომლებენ და გააძლიერებენ პლურალისტური დემოკრატიის ინსტიტუტებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მხრივ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება ჩვენი ერთობლივი პრინციპების საფუძველზე”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ეუთო იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პასუხისმგებლობა განხორციელდება ინკლუზიურად და ყველა პარტიას, იქნება ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში, ექნება თანამშრომლობის საშუალება საქართველოს პლურალისტური დემოკრატიის გასაძლიერებლად.

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები