სერბეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, ქ. ბელგრადის „ბიზნეს-კლუბში“, წარმოადგინა საქართველოსსამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სერბული კომპანიებისა და ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე სერბეთისეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები. პრეზენტაციის მონაწილეებმა იხილეს წამყვანი ბერძნული კომპანია„Muzenidis Group”-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო ფილმი. შეკრებაზე გავრცელდა ბროშურები დასხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული, კულტურული, რელიგიური და სამეწარმეო სფეროების შესახებ.
იოსებ ნანობაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობაირინეოსს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის პატრიარქების უაღრესად თბილ ურთიერთობებსგანსაკუთრებული წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების არაერთი აქტუალური საკითხი.