KFC – ის ახალი რესტორანი (რიგირთ მესამე) უკვე სავაჭრო ცენტრ „ისანი მოლში“ გაიხსნა. რესტორანი 250 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 70 სტუმარზე გათვლილი.
„კეი ეფ სის რესტორნების ქსელი აგრძელებს გაფართოვდებას, ახალი რესტორანი უკვე სავაჭრო ცენტრ ისანი მოლში განთავსდა (ნავთლუხის ქუჩა #8ა). ჩვენი მიზანია, ქსელი გახდეს უფრო მასშტაბური და ადვილად ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი უბანი მოვიცვათ,” – აცხადებს მაკო მეტრეველი, მარკეტინგის დირექტორი.
მისივე ცნობით, 400 000 ევროს ინვესტიცია განხორცილდა აღნიშნული რესტორნის გახსნისთვის.
ცნობისთვის, KFC – ის ბრენდის ქვეშ მსოფლიოში 18 000-ზე მეტი რესტორანი ოპერირებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში, რომელთაგან 30% არის კორპორატიული, ხოლო 70% – ფრენჩაიზინგის ლიცენზიის თანახმად გახსნილი.