HIGHLY SENSITIVE PEOPLE, ანუ ზემგრძნობიარე ხალხი – განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ გარე სტიმულაციებს, ასევე სხვების ემოციებსა და გარემოს დეტალებს. ვინ არიან ასეთი ადამიანები? ხართ თუ არა თქვე ერთ-ერთი მათგანი…
ვინ არიან ზემგრძნობიარე ადამიანები?
Highly sensitive people ანუ HSP – ადამიანთა კატეგორიაა, რომლებიც სხვებზე ინტენსიურად რეაგირებენ გარემოზე. როგორც დადებით, ასევე უარყოფით ინფორმაციას ისინი უფრო ყურადღებით გადაამუშავებენ, ამიტომ შესაძლებელია, რომ გარე სტიმულებმა მათზე უფრო იმოქმედოს და გადატვირთოს – თუკი ბევრი ან ძალიან ინტენსიურია. ზემგრძნობიარე ხალხი თითოეულ შეგრძნებას დიდ ყურადღებას აქცევენ: გემოს, შეხებას, ხმასა თუ სუნს. განსაკუთრებით განიცდიან როგორც საკუთარს, ასევე სხვის ემოციებს. პრესა მათ ახალ ინტროვერტებს უწოდებს: ზემგრძნობიარე ადამიანებზე ბოლო დროს მოუხშირეს წერა, თუმცა ეს მოვლენა შუა 90-იანებში განმარტეს.
ვინ შემოიღო ეს ტერმინი?
პირველმა ზემგრძნობიარე ადამიანები გამოყო ფსიქოლოგმა ელეინ ნ. არონმა თავის წიგნში “The Highly Sensitive Person”, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. არონი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა და1991 წელს ქმარ არტურთან ერთად დაიწყო ამ ფენომენის კვლევა. არონი წერს, რომ “მათ გაზრდილი აქვთ მგრძნობელობა სტიმულაციებისადმი და მეტად გათვითცნობიერებულნი არიან დეტალებსა და ნიუანსებში, ასევე ბევრად ღრმად ამუშავებენ მასალას, სხვებზე რეფლექტურად“. არონის აზრით, კარლ იუნგი, ემილი დიკინსონი და რაინერ მარია რილკე ზემგრძნობიარე ადამიანთა კატეგორიაში შედიოდნენ. ხშირად ამ კატეგორიის ხალხი არიან პოეტები, მწერლები, მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერები და ფილოსოფოსები. მიჩნეულია, რომ დედამიწის მოსახლეობის 20 %-ი ზემგრძნობიარე ხალხია.
რატომ ალაპარაკდნენ მათზე?
არონის წიგნისა და ზემგრძნობიარე ადამიანებზე გაკეთებული სამეცნიერო ნაშრომების მიუხედავად, მედიამ ყურადღება მხოლოდ ბოლო დროს მიაქცია. The Huffington Post-მა გამოაქვეყნა წერილი (www.huffingtonpost.com), რომ ზემგრძნობიარე ადამიანები სხვანაირად ზემოქმედებენ სამყაროზე, The Wall Street Journal-ში დაწერეს ფენომენზე (www.wsj.com), Scientific American-მაც გაიხსენა არონი და მისი იდეები (blogs.scientificamerican.com). მეცნიერები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს: ასე, ბრიუსელში გაიმართა პირველი კონფერენცია (highsensitive.be), რომელიც ეძღვნებოდა ზემგრძნობელობას. ამ ფენომენზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელად – “Sensitive“, სადაც მონაწილეობა მიიღო მომღერალმა ალანის მორისეტმა, რომელიც თავის თავს ზემგრძნობიარე ადამიანს უწოდებს.
რატომ უნდა გამოვყოთ ზემგრძნობიარე ადამიანები, თუკი არსებობენ ინტროვერტები?
ესაა ხალხის ცალკე ნეირობიოლოგიური და ფსიქოლოგიური კატეგორიაა განსხვავებული მაჩვენებლებით. არონმა გააკეთა მგრძნობელობის 27-პუნქტიანი შკალა ამ ადამიანების გამოსავლენად. როგორც ინტროვერტებთან ეს არა მარტო ბინარული სისტემაა, აქ მხოლოდ ის კი არაა განმსაზღვრელი, თქვენ ზემგრძნობიარე ადამიანი ხართ თუ არა, აქ არის გრადაცია. ინტროვერტები განისაზღვრებიან თავისი დამოკიდებულებით სხვა ადამიანების მიმართ, ზემგრძნობიარეები კი თავისი დამოკიდებულებით სამყაროსადმი. მაგრამ როგორც ინტროვერტებს, ზემგრძნობიარეებს ასევე შეიძლება უყვარდეთ განმარტოება, რათა ტვინი დაასვენონ სტიმულაციებისგან. მაგალითად, თუ ხშირად ტირით ფილმზე ან მძაფრი სუნი გაღიზიანებთ, ან ადვილად გიჩნდება თანაგანცდა სხვა ადამიანების მიმართ ყველაზე მოულოდნელ დროს. ეს მნიშვნელოვანი საკვლევი თემაა: რადგან, თუ გაიგებთ, რომ ზემგრძნობიარე ადამიანი ხართ, თქვენ მოახერხებთ უკეთ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება, მაგალითად, შეეცადოთ, იმუშაოთ წყნარ და მშვიდ ადგილას.
ეს მართლა არსებობს?
რა თქმა უნდა, რადგან მას ბევრი ფსიქოლოგი და ნეირობიოლოგი გამოჰყოფს. ზემგრძნობელობას უამრავი ნაშრომი მიეძღვნა: დაწყებული ტვინის სკანირებით, დამთავრებული გენეტიკური ანალიზებით. ზემგრძნობიარე ადამიანის ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ტვინში მიმდინარე პროცესები განსხვავდება სხვა ადამიანებისგან. ზემგრძნობიარე ხალხი ხშირად განიცდის ემპათიას, უფრო ყურადღებიანია გარშემომყოფების მიმართ და სხვების უკეთ ესმის. პრობლემა ისაა, რომ ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, როგორც ინტროვერტების შემთხვევაში: მას შემდეგ, რაც ეს ფენომენი ცნობილი გახდა, ბევრმა საკუთარ თავს ზემგრძნობიარეს უწოდებს, ისეთებმაც კი, ვინც ტექნიკურად ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.
როგორ გავიგოთ, რომ ზემგრძნობიარე ადამიანი ვართ?
შეგიძლიათ გაიაროთ არონის ტესტი (hsperson.com). გარდა ამისა, შეგიძლიათ წაიკითხოთ Scientific American-ის ტექსტი, რათა გაიგოთ, რამდენად შეესაბამებით ჩამონათვალს. The Huffington Post-ში არის სტატია (www.huffingtonpost.com) მცდარ შეხედულებებზე ზემგრძნობიარე ხალხის მიმართ: ინტროვერტები ააუცილებელი არ არის, რომ მორცხვები ან სუსტები იყვნენ. ზემგრძნობელობა არ განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას ფსიქოლოგიური დაავადებების მიმართ. ზემგრძნობიარე ადამიანს დიდად ვერ განასხვავებ და მათ შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ ემოციებსა და რეაქციებს – სხვებზე უკეთაც კი (wsj.com).
წყარო: wonderzine.com
ანა მებურიშვილი