ირმა ვიბლიანი:
განათლების ახალო მინისტრო!!!!!!:
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
სევერიან წივწივაძის პასუხი: იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! ?
რატომ არის რევოლუციისშემდგომი (2003წ) ბავშვი ,,გონებაჩლუნგი”?
ანუ, რატომ უჭირთ ასე სწავლა? სკოლაში დადიან, გაკვეთილებს ამზადებენ, დაბალი კლასებიდან ყველა საგანში რეპეტიტორი ჰყავთ. მაგრამ მეათე კლასში შეიძლება კვადრატული განტოლება ვერ ამოხსნან, უფრო რთულ დავალებებზე არც ვილაპარაკებ. ასეა მოსწავლეების 90 %, განსაკუთრებით ნიჭიერებზე არ მაქვს ლაპარაკი.
ჩემი პასუხი: იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სახელმძღვანელოები!
ანუ, წიგნები, საიდანაც ცოდნას მიიღებენ! რაც აქვთ, ისინი, ბატონო ახალო მინისტრო, ჩემი რჩევაა, მოაგროვეთ ქალაქის ცენტრში და ერთ დიდ კოცონზე დაწვით, რადგან მათ უდიდესი ზიანი მოუტანეს თაობას.
თუ თქვენ გააანალიზებთ და მიხვდებით, რომ განათლების სავალალო დონის მთავარი მიზეზი სწორედ ეს ,,წიგნები”, და მასალის მიწოდების დანაშაულებრივი სქემებია, და თუ ეცდებით, დაუბრუნოთ ბავშვებს ნამდვილი ს ა ს წ ა ვ ლ ო სახელმძღვანელოები, თქვენ იქნებით ეროვნული გმირი! თუ ამ მეთოდით გააგრძელებთ ბავშვების ,, განნათლებას”, მაშინ აზრიც არ ჰქონია მინისტრების ცვლას.
რა ევალება განათლების სისტემას? ჩემის აზრით, ის, რომ შეძლოს, ბავშვები მაქსიმალურად განათლებულები და მომზადებულები აღმოჩნდნენ არსებული დიდი გამოწვევებისთვის?
და რას აძლევს დღევანდელი სკოლა?
პასუხი: არაფერს!!!!!
და პედაგოგებს ვერ ავკიდებთ ამის ცოდვას! ისინიც უძლურები არიან არსებული პროგრამების მიმართ!
შემიძლია რამოდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, ეს პრობლემები ნამდვილად აწუხებთ მასწავლებლებსაც და მშობლებსაც!
1.დაუბრუნეთ ბავშვებს ქართული ენის გრამატიკა ცალკე სახელმღვანელოდ! თუ რუსულს ასწავლით, რუსულისაც! ქართული და რუსული ენები არაა ინგლისური ენა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელოს გარეშე ასწავლოთ. ისინი ურთულესი ენებია, და ლიტერატურასთან ინტეგრირებულად ბავშვები ვერ სწავლობენ!
2. ქართული ლიტერატურა ასწავლეთ ადამიანურად. ნუ ღლაბუცობთ და რაღაც ,,ზეუცნაურ” კითხვებზე პასუხს ნუ სთხოვთ ბავშვებს, მითუფრო, რომ მიწოდებული მასალა ნულს ოდნავ აღემატება! ჯერ წაიკითხოს ბევრი და ანალიზის უნარი თავისთავად განვითარდება.
3. ალგებრა და გეომეტრია ასწავლეთ ცალკე საგნებად! მასალა მიაწოდეთ თემატურად. ნუ ურევთ ტვინებს!!!! ერთ თემაზე გააჩერეთ ბავშვი იმ დროის განმავლობაში, სანამ იმდენ ამოცანას და მაგალითს არ ამოხსნის, რომ აღარ დაავიწყდეს, რა ისწავლა. ყოველ წელს ერთი და იმავეს ნუ ატრიალებთ!
4. ისტორია ასწავლეთ ადამიანურად და არა სადისტურად. დაწერეთ ტექსტები და არა რებუსები და გამოცანები. ისედაც გაფანტულია ამ თაობის გონება უამრავი გაჯეტებით და თქვენი დამატებითი ძალისხმევა აღარაა საჭირო, ეცადეთ, ტექსტზე მოახდინოს კონცენტრაცია. თემატურად დაუწერეთ ცოდნა. სხვადასხვა ქვეყანა – ცალ- ცალკე. გონება მერე შეაერთებს. თქვენ წიგნებში ერთადაა ყველაფერი და მისი დაყოფა გონებას აღარ ძალუძს!
5. ბიოლოგიაც მიაწოდეთ ისე, როგორც ადრე იყო, თითო წელს თითო საგანი! ბოლოს კი ზოგადად ბიოლოგია! ასე ბევრად გამართლებულია!
6. ფიზიკაში დააბრუნეთ “კომუნისტებისდროინდელი” წიგნები, რადგან სამწუხაროდ, უკეთესი ვერაფერი დაიწერა მას შემდეგ ჩვენთან!
და საერთოდ, აზროვნება არ განვითარდება, თუ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა არ დაგროვდა ტვინში. ის მეთოდი, რომ ასწავლოთ აზროვნება და ანალიზი ინფორმაციის დიდი რაოდენობით დაგროვების გარეშე, არის ,,ბოლი” და უაზრობა!
და ბოლოს, ნუ ვეცდებით, დავინდოთ ბავშვების ტვინები გადატვირთვისგან.
ნუ გვექნება ილუზია, რომ გუგლზე დამოკიდებული ტვინი მაღალი დონის აზროვნებას შეძლებს. სავსე ტვინი გაცილებით კარგად აზროვნებს, ვიდრე ცარიელი. რადგან ადამიანის ტვინს ასეთი უცნაური თვისება აქვს: რაც მეტს ჩატვირთავ, გიგაბაიტები და ტერაბაიტები კი არ აკლდება, ემატება, აზროვნებაც პროპორციულად!
მასალა მიაწოდეთ დიფერენცირებულად და ინტეგრირებას ტვინი თავად მოახდენს.
ახლა პირიქითაა, ინტეგრირებულად აწოდებენ და მათი დიფერენცირება უსაშველოდ რთულია!
იყავით განათლების და არა ,,განნათლების“ მესვეურები!
ეს ჩვენ ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება!
მაგრამ თაანამედროვე განათლების მესვეურებისთვის ეს ყველაფერი კომუნისტური გადმონაშთია))))
წყარო: postalioni.com