ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მარტივი არ იქნება.
“როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მე ვულოცავ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ეს უდაოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობებში რთული მომეტია, თუმცა აშშ-ის თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი იმსახურებს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სრულ პატივისცემას”, – განაცხადა მარტინ შულცმა ვიდეომიმართვაში.
“აშშ-ის აქვს შესანინავი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზე არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაიცვას ამ კონსტიტუციის ფუნდამენტური წესები და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძველი. ეს არ იქნება ადვილი, რადგან საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით პროტექციონიზმის ელემეტებს, ასევე შემაშფოთებელ სიტყვებს ქალების, უმცირესობების შესახებ, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ საარჩევნო კამპანიები პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში რეალური პოლიტიკისგან განსხვავდება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით რაციონალურ თანამშრომლობას”, – განაცხადა მარტინ შულცმა.