„თბილისი თაიმსი“ გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ახალ ანგარიშზე გიამბობთ.
სააგენტო weforum.org ჰაერის დაბინძურებისა და მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაცია Health Metrics and Evaluation (IHME) – ის მიერ დაფინანსებულ კვლევის შესახებ სტატიას გვთავაზობს.
ჰაერის დაბინძურება გარემოს დაბინძურების ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. ახალი კვლევების თანახმად, წელიწადში მილიონობით ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. ანგარიში „ჰაერის დაბინძურების საფასური (The Cost of Air Pollution: Strengthening The Economic Case For Action) გვიყვება იმ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებზე, რომელიც სწორედ მასთანაა დაკავშირებული.
„92%“
მსოფლიოს ყოველი 10-დან 9 მოქალაქე (მსოფლიო მოსახლეობის 92%) ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც დაბინძურების მონაცემები დოზურ ზღვარს აჭარბებს.
„მე-4“
ჰაერის დაბინძურება არის მეოთხე ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არტერიული წნევის, დიეტის შედეგად გამოწვეული დაავადებებისა და თამბაქოს მოწევის შემდეგ.
დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იწვევს სასუნთქი მილის ინფექციებს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, გულის შეტევას, ქრონიკულ ფილტვის დაავადებებსა და ფილტვის კიბოს.
„6,5 მილიონი“
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ( WHO) მიხედვით, მხოლოდ 2012 წელს 6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით. ეს მსოფლიოში სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებლის 11,6%-ია, რაც მეტია ავტოკატასტროფებით, ტუბერკოლიოზითა და შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ჯამზე.
„94%“
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დაბალ განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობის მიზეზების 94% სწორედ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. ამ საფრთხის ეპიცენტრში არის აფრიკის ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, ინდოეთი, ჩინეთი და შუა აზია.
2012 წლის მონაცემებით, ჩინეთში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით 1 მილიონი ადამიანი, ხოლო 600 ათასზე მეტი გარდაიცვალა ინდოეთში. მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი აღმოსავლეთ ევროპაშია.
2012 წელს უკრაინაში 100 ათასი მცხოვრებიდან 120 ამ დაავადებით დაიღუპა. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ამ გრაფიკზე ჩანს უკრაინის შემდეგ, 118 ადამიანით მეორე ადგილზეა ბულგარეთი და მე-3 ადგილზე ბელარუსი.
როიტერსის ფოტო: სმოგი პეკინში
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილთა ათეულში ყოველ 100 ათას მოქალაქეზე, მე-7 ადგილზე საქართველოა 90 გარდაცვლილი ადამიანით.
„$225 მილიარდი“
აღნიშნული ანგარიში საინტერესოა იმ კუთხითაც,რომ გვთავაზობს იმ ზიანს ციფრებში,რასაც ჰაერის დაბინძურება იწვევს. მსოფლიო ბანკის გამოთვლით, ჰაერის დაბინძურების საფასური (ადამიანური რესურსი/სამუშაო ძალა და სხვა დანაკარგები) 225 მილიარდი აშშ დოლარია.
„PM2,5“ და 10 მიკრომეტრი“
მკვლევარები ჰაერის დაბინძურების გაზომვისას ორი ტიპის ნაწილაკს ითვალისწინებენ: PM10 ნაწილაკის დიამეტრი 10 მიკრომეტია, ხოლო PM2,5 ის კი, 2,5-ზე ნაკლები. როგორც წესი ამ უკანასკნელის დასაშვებ ზღვარად 10 მიიჩნევა.
10 მიკრომეტრი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას, თუმცა არსებული მძიმე სიტუაციის ილუსტრირებისთვის, იმ მაგალითის მოყვანაც კმარა,რომ ქალაქ დელიში 2013 წელს PM2,5-ის 153 მიკრომეტრი დაფიქსირდა.
Health Metrics and Evaluation (IHME), ქრის მიურეი
ორგანიზაციის Health Metrics and Evaluation (IHME) ხელძღვანელი, ქრის მიურეი მოუწოდებს პოლიტიკოსებს ამ პრობლემის მოგვარების დროული რეაგირებისკენ. მისი თქმით: „ჩვენ წინ სიკვდილის გამომწვევი მრავალი მიზეზი დგას, თუმცა სივრცე ერთი გვაქვს, ვსუნთქავთ ერთ ჰაერს, რომლის კონტროლი ცალკეულ ინდივიდებს არ ძალგვიძს.“
მსოფლიო ბანკი, ლაურა ტუკი:
„ჰაერის დაბინძურება საზიანოა ადამიანების კეთილდღეობისთვის, ბუნებისთვის, ფიზიკურ კაპიტალისთვისა და ეკონომიკურ ზრდისთვის. ვიმედოვნებთ რომ ეს კვლევა ეკონომიკურ ენაზე მოუყვება სახელმწიფო ლიდერებს იმ დიდი საფასურის შესახებ, რომელსაც ჰაერის დაბინძურება აწესებს.
ვიმედოვნებთ რომ ისინი უფრო მეტ რესურსებს ჰაერის დასუფთავებას მოახმარენ. ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების გამოცდილებით და სუფთა რესურსებზე დაფუძნებული ენერგიის დახმარებით, ჩვენ შევამცირებთ საშიშ ემისიებს ჰაერში, შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებას და რაც მთავარია, შევინარჩუნებთ სიცოცხლეს“.
ნათია კეკენაძე