„ბოლო წლების სამწუხარო რეალობაა, რომ უარყოფითი სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებობს, მაგრამ თეორიულად ამის გამოსწორება მარტივია. დღევანდელი საქართველოს შესაძლებლობებით არც ისე მარტივია საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრება“. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ აბესაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ბევრს აწუხებს პრობლემა, რომ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მსგავსი ციფრებია. სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასებში არის სტაბილურობა, მაგრამ ეს არამც და არამც არ არის პანაცეა, რომ ამით ადამიანებმა ფინანსური სიმშვიდე მიიღონ. თუ სტატისტიკური მონაცემებით გაზრდილია იმპორტი, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა იმპორტირებულ საქონელზე გაიზარდა, შესაბამისად დოლარზე მოთხოვნა ამ სეგმენტმა გაზარდა. დღევანდელი მოცემულობით საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებელი და ინდივიდი არ არსებობს. დღეს ქართული ეკონომიკა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია რეგიონალურ პოლიტიკაზე, მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე.
ოპონენტები, რომლებიც საუბრობენ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დოლარი პირობითად იყო 1. 65, იმ პერიოდში იმ ათწლეულში კავკასიის რეგიონალური ეკნომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი იყო. დღეს არის ენით აღუწერელი ინფლაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენი ექსპორტირებული საქონელი გადის იმ ბაზარზე, იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე უარესი ეკონომიკური მდგომარეობაა. მცურავი კურსის გეგმირება შეუძლებელია. სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის პანაცეა, რომ მოხდეს ვალუტის კურსის ცვალებადობის პრევენცია. სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ წაახალისოს ინვესტიციები,კერძო ბიზნესი. ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტორია, რომ სამომხმარებლო კალათაზე ფასის ნამატი არ არის. თუ ფეხზე არ დადგა აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა გადაბმულია მათ ეკონომიკურ ძვრებზე. ხელისუფლების ამოცანაა ის სოციალური ვალდებულებები შეასრულოს, რაც აქვთ აღებული მოსახლეობის და ბიზნესის წინაშე,“–განაცხადა ოთარ აბესაძემ.
მანანა ღოღობერიძე