6 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

თბილისში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ იხსნება.

გახსნის თარიღი უკვე ახლოვდება და კომპანიაც მზადების აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სავაჭრო ცენტრს კონკურენტი არ ჰყავს, ის დედაქალქში  ყველასგან განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს და ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალფეროვან მომსახურებას.

„თბილისის ზღვის პლაზა“ იქნება, როგორც საცალო,ისე საბითუმო ცენტრი, გასართობი ცენტრებით პატარებისთვის და უფროსებისთვის, სარემონტო და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანით, საბაჟო საწყობებით, ლოგისტიკური თანამედროვე სისტემით, კეთილმოწყობილი ლიფტებითა და პავილიონებით.   

ჰუალინგი

„თბილისი თაიმსს“ „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელი თათია სიორიძე კომერციულ ფართებზე ფასებისა და იმ ბრენდების შესახებ ესაუბრა, რომლებიც პოზიციონირებას ახალ სავაჭრო ცენტრში დაიწყებენ. 

როდიდან დაიწყებს ფუნქციონირებას თბილისის ზღვაზე (ვარკეთილსა და ვაზისუბანს შორის) მდებარე სავაჭრო კომპლექსი და რას მოიცავს აღნიშნული ტერიტორია?

– „თბილისის ზღვის პლაზა“ მალე გაიხსნება და იქნება ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოსახერხებელი იქნებაროგორც მოვაჭრეებისთვისასევე მყიდველებისთვის. ტერიტორიაზე განთავსებულია ცენტრალური 5 სართულიანი შენობა, რომლის სიგრძე ნახევარი კილომეტრია. ამ შენობის უკან კი ერთსართულიანი ე.წ. პავილიონებია.

როგორ შეაფასებთ ბაზარზე არსებულ კონკურენციას, მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, მათ შორის თქვენს სიახლოვეს „ისთ ფოინთია“ …

– ჩვენი სავაჭრო კომპლექსი განსხვავებულ მიზნობრივ ჯგუფებზეა ორიენტირებული, აქედან გამომდინარე აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებს ჩვენს კონკურენტებად არ მივიჩნევთ. „თბილისის ზღვის პლაზა“  იქნება როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის კომპლექსური ცენტრი, ამიტომ ჩვენი აზრით, ჩვენ კონკურენტები კი არ ვიქნებით, არამედ ერთმანეთს შევავსებთ.

რა უპირატესობები აქვს სავაჭრო ცენტრს და როგორია ფასები კომერციულ ფართებზე, რა ცნობილი ბრენდები დაიწყებენ პოზიციონირებას სავაჭრო ცენტრში?

„თბილისის ზღვის პლაზაში“ სავაჭრო ფართების ქირის ფასი 5.5$-დან იწყება, მინიმალური ფართი კი 15 კვ. მეტრია. მოვაჭრეებს ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ, ასევე მოქმედებს ფასდაკლებების აქციები.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა სავაჭრო ცენტრებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს დამატებითი მომსახურების გადასახადები ჩვენი მოიჯარეებისათვის, უფრო მეტიც, იჯარის ფასი მოიცავს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს. ამასთან, დღეს შეთანხმებული პირობები და ფასები 3 წელი გარანტირებულად არ იცვლება.

ამჟამად, გაფორმებულია კონტრაქტები სხვადასხვა ბრენდთან, როგორც საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც მხოლოდ ახლა შემოვლენ ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე შეგვიძლია დავასახელოთ ისი პარი”, “ტაშირ პიცა”, “კუპერსბერგი”, “ოპტიმისტი”, X brand.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Please follow and like us: