დღეს 21 ნოემბერს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უძრავ დღესასწაულს ღვთისმშბლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს.
დღესასწაული სომხურ ეკლესიაში XVIII საუკუნიდან აღინიშნება და მათი სწავლების მიხედვით სამი წლის მარიამი მშობლებლებმა, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, ტაძარში მიიყვანეს, სადაც გათხოვებამდე დარჩა. წმინდა იოაკიმესა და ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ აღესრულებინათ დანაპირები უფლისადმი.
დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, მორიას. ტაძრის კურთხევა გაიმართა 543 წლის 21 ნოემბერს.
638 წელს იუსტინიანეს მიერ აგებული ტაძარი გადაკეთდა მუსსლიმურ მეჩეთად. მას შემდეგ დღესასწაული გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწულს ულოცავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს. მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
სოფიკო ნინიკაშვილი