ეროვნულ მოტივებზე შექმნილ  სამოსს,  ნივთებს, ქოლგებსა და სხვადასხვა აქსესუარებს 2016 წელს უკვე წინდებიც შეემატა. „ალტერსოქსი“ მხიარული წინდებია, რომლებიც არამხოლოდ ეროვნული მოტივებით,არამედ ინდივიდუალური დიზაინითაც იქმნება.

ბიზნეს იდეის ავტორები ცოლ-ქმარი ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი  არიან. მათ სურდათ,რომ სტანდარტული წინდების ალტერნატივა –  ფერადი და ნახატიანი წინდები შეექმნათ. სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შეარჩიეს.

„თბილისი თაიმსი“ რეზის და ნინას ესაუბრა. რა გზა გაიარა „ალტერსოქსმა“ დაარსებიდან დღემდე, როგორია წინდის შექმნის პროცესი და  სამომავლო გეგმები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ალტეროქსიროგორია კომპანიის შექმნის ისტორია, ვინ არიან შემქმნელები და რა გზა გაიარა ალტერსოქსმა იდეიდან ბიზნესამდე (სირთულეები)?

– ალტერსოქსი შევქმენით ორმა, ნინა მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა. სამუშაო გამოცდილება და განათლება ორივეს გვაქვს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში. ასევე, რეზის აქვს გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტში და არის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი.  2015 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც ვიქორწინეთ, დავიწყეთ ბიზნეს იდეაზე ფიქრი. გვსურდა, რომ ჩვენი გამოცდილება, უნარები გამოგვეყენებინა და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო.

ორივეს გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ბრენდი, რომელში მუშაობაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა და თან იქნებოდა სიახლე ქართულ ბაზარზე. მრავალი ფიქრისა და გვერდზე გადადებული იდეის შემდგომ, 2016 წლის აპრილში გაჩნდა „ალტერსოქსი” – ახალი ქართული ბრენდი. იდეიდან ბიზნესამდე უამრავი წინაღობა შეგხვდა, მაგრამ, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო, თუ როგორ მიიღებდა საზოგადოება ფერად და მხიარულ წინდებს.

ამასთანავე, თავიდან ბოლომდე შესაქმნელი იყო ახალი ბრენდი, სახელით, ლოგოთი, ხასიათით. დასალაგებელი იყო ურთიერთობა მომწოდებლებთან, საჭირო იყო ბაზრის ანალიზი, გაყიდვების წერტილების შერჩევა და ა.შ.

15207792_1357425054288767_2142010865_nარის თუ არა საქართველოში ანალოგი და რამდენად ინტერესდებიან ადგილობრივი ან უცხოელი მომხმარებლები თქვენი პროდუქციით?

– ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში პირველებმა დავიწყეთ ფერადი და მხიარული წინდების შექმნა. ინტერესი საკმაოდ დიდია, თან მზარდი, დაარსების დღიდან 8 თვეში მოვახერხეთ 4 ფილიალის გახსნა თბილისში, მომავალი წლიდან  ვგეგმავთ რეგიონებში გავხსნათ  ფილიალები. ზაფხულში, როდესაც ტურისტული სეზონი იყო, ჩვენი ქვეყნის სტუმრები ხშირად ყიდულობდნენ წინდებს ქართული თემატიკით, როგორც საჩუქრად, ასევე თავისთვის.

წლის ბოლომდე მეოთხე კოლექციის გამოშვებას ვგეგმავთ, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ახალ მოდელებს.

როგორია პროდუქციის წარმოების პროცესი (შეკვეთიდან/ან თქვენი დიზაინით დაწყებული – დასრულებულ წინდამდე) და ფასები (საშუალოდ)?

პირველ რიგში, ვსხდებით და ვფიქრობთ, თუ როგორი ნახატები უნდა იყოს შემდეგ კოლექციაში. ამაში ჩვენი გამოცდილებაც გვეხმარება და მომხმარებლის სურვილებიც. შემდეგ ვადგენთ დიდ სიას, ხოლო იქიდან ვარჩევთ მოდელებს, რომელიც ჩვენი აზრით წინდას მოუხდება და გაყიდვადი იქნება. შემდეგ იხატება ნახატები, რომლის მიხედვითაც საქსოვი დაზგა ქსოვს წინდას, განვიხილავთ და ვტესტავთ ნიმუშებს. პროცესი საკმაოდ რთულია და სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს.

15209208_1357425107622095_907187834_nჩვენს ფილიალებში ნახატიანი წინდების ფასი მერყეობს 6.5-დან 8.5 ლარამდე, თუმცა გვაქვს ფასდაკლების სისტემა. გეტრები ღირს 12 ლარი.

სად გაქვთ ფილიალები, ყველაზე მეტად რეალიზაცია სად ხდება და თუ გეგმავთ გაფართოებას?

ამჟამად, გვაქვს ოთხი ფილიალი, სავაჭრო ცენტრებში: „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „პიქსელი“ ვაკეში (ვაკის გუდვილის შენობა) და „სითი მოლი“ ქავთარაძეზე (საბურთალოს გუდვილის შენობა). მომავალში ვაპირებთ თბილისში რამდენიმე ფილიალის დამატებას, ასევე რეგიონულ ცენტრებში.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Please follow and like us: