ახალი წლისთვის ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. საქართველოშიც ეს დღესასწაული ნიშვნელოვანია და ყველა ცდილობს ხალისიანი იყოს. ემზადება თითოეული ოჯახი ამ დღისთვის. თუმცა, ეს დღე განწყობის გარეშე  უბრალოდ ჩვეულებრივი ხდება. წინასაახალწლო განწყობა ხალხს ახალი იმედებითა და დადებითი მოლოდინით განაწყობს. საახალწლო განწყობა შეიძლება ძალიან მარტივად შევიქმნათ. მაგალითად, ჩავრთოთ საახალწლო მუსიკა, ვუყუროთ ფილმებს, მოვრთოთ სახლი, ან უბრალოდ გავიხედოთ გარეთ და ზამთრის ამინდმა იმოქმედოს. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, საახალწლო განწყობა ქალაქში ილუმინაციებისა და აქსესუარების გარეშე ალბათ, წარმოუდგენელია. საინტერესოა, თუ რას გეგმავს თბილისის მერია დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. როდიდან დაიწყება საახალწლო განათების მონტაჟი, რომელი ქუჩები მოირთვება, დეკორაციის კუთხით თუ იქნება სიახლე, აღნიშნულ კითხვებზე „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიაში უპასუხეს.

4468meria_logo„საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დაწყებულია. ქალაქის განათება 15 დეკემბერს იგეგმება. წინა წლისგან განსხვავებით, წელს მოირთვება (დამატებით) აღმაშენებლის ქუჩა. ასევე – განახლებული აღმაშენებლის გამზირი, პეკინის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი (აეროპორტის გზა).

ტენდერი გამოცხადდა საახალწლო ღონისძიებებისათვის საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟის, ექსპლოატაციისა და დემონტაჟის მომსახურების შესახებ. ახალი დეკორაციების დამონტაჟება განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე იგეგმება.“

იმაზე, თუ რა ღონისძიებები იგეგმება საახალწლოდ, მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებდნე.

 „მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მიმდინარეობს ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი.“

ნინო მაზიაშვილი

Please follow and like us: