„ 4 წლის მთავარი გამოწვევა არის ამბულატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანდაცვის ხარისხი და სამედიცინო დახმარების განფასების ახალი სისტემის შექმნა. გვაქვს სამოქმედო გეგმა, გვაქვს შეთანხმება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, რომ პირველივე სამუშაო დღეს ამ გეგმის ამოქმედებით დავკავდებით“. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„ყველა სფერო სპეციფიკურია, თუმცა ამ მხრივ ჯანდაცვა განსაკუთრებულია. თუ მასში მუდმივად არ შეგაქვს რეფორმის მასშტაბის გაუმჯობესება, ამ სისტემას არ აქვს პასიური თვითშენარჩუნების საშუალება. 4 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა იყო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ეს საშუალება გაგვეჩინა.თავისი მოცულობით საყოველთაო ჯანდაცვა გამორჩეული პროექტია. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ ამ პროგრამის მიღწევებიც და გამოწვევებიც. თუ განვითარებულ, იდეალურ ჯანდაცვის პროგრამაში, შემთხვევების 80 %–ში პაციენტს მის პრობლემებს ოჯახის ექიმი უნდა უგვარებდეს, ჩვენს შემთხვევაში პაციენტები პირდაპირ მიმართავენ სტაციონარს. ეს გამოკვეთილი გამოწვევაა.
მეორე საკითხი არის სამედიცინო მოვლის ხარისხი. სამედიცინო მოვლა დღეს გახდა არა მხოლოდ ექიმის, ექთნის საქმე, არამედ ეს არის რთული ბიზნეს–პროცესი. გამოიკვეთა ისეთი სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებსაც მხოლოდ ან უმეტესწილად მატერიალური სარგებელი ამოძრავებთ. ამას ხშირად სამედიცინო პერსონალის და პაციენტების ხარჯძე აკეთებენ. ამას რეფორმის მასშტაბის ცვლილებები დასჭირდება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასევე დაუბალანსებელი მიწვდომადობა. ადამიანებს ხშირად უწევთ სხვა ქალაქში, სხვა რეგიონში წასვლა იმისათვის, რომ მიიღონ პირველადი დახმარება. ჯანდაცვის დანახარჯები მთელ მსოფლიოში ზრდის ტემპით ხასიათდება, ჩვენს შემთხევვაში კი კლინიკების ქსელი ცდილობს არაკეთილსინდისიერად მოიპოვოს მატერიალური სარგებელი.
დავით სერგეენკომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე და იუნისეფის კველვაზეც ისაუბრა.
„მინისტრთა ახალი კაბინეტის უმრავლესობაში ის კოლეგებია, რომელთან ერთადაც ვუშაობდი და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გამოწვევებს გამკლავებოდნენ. ახალ სახეებსაც კარგად ვიცნობ, ვფიქრობ ეს გუნდი შეძლებს ასევე წარმატებულად მუშაობას.
იუნისეფის კვლევის შედეგებს სჭირდება განმარტება. ამ კვლევის ამოცანა იყო 2009, 2011 და 2015 წლების დინამიკის შედარება. თუ რამდენი ოჯახი იყო იმდენი, რომელთა შემოსავალიც 2 ამერიკული დოლარი იყო, 2009 ში ეს იყო 40 %, 2011–ში 38%, ხოლო 2015– ში ეს არის 16 %. შემცირებულია ეს მაჩვენებელი. ამით არ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა გავაკეთეთ, უბრალოდ ფაქტების ინტერპრეტაციას ვახდენ“.
მანანა ღოღობერიძე