სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ხელვაჩაურში მდებარე სამედიცინო კლინიკა “მედინაში”, კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული..
როგორც “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, მუფთს გულის შეტევა ჰქონდა. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ჭელას მინარეთთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მუფთის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია.
მისივე თქმით, ჯემალ პაქსაძე დღეს პარასკევის ლოცვას ვერ აღავლენს.
“კლინიკა “მედინაში” მოვინახულე მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია. მას გულის შეტევა ჰქონდა. ვფიქრობ, იმ სიტუაციამ, რაშიც ბოლო დღეების განმავლობაში მუფთი იმყოფებოდა, ამ შედეგამდე მიიყვანა. ის დღეს პარასკევის ლოცვას ვერ დაესწრება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
მისივე განცხადებით, ამ სიტუაციისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
30.08.13