მე-19 საუკუნეში მცხოვრები ბარბარე ჯორჯაძე,  აქტიურად იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული და იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, დღემდეა შემორჩენილი მისი სპეციალური წერილები, რომლებიც იმ პერიოდში არსებულ ქალთა უფლებებს ეხებოდა. ამ ქალბატონის სახელს უკავშირდება 1914 წელს გამოცებული კერძის რეცეპტების წიგნი „სრული სამზარეულო“, 2015 წლიდან კი ამ რეცეპტებით მომზადებული კერძების დაგემოვნება ქართველ და უცხოელ სტუმრებს რესტორანში „ბარბარესთან“ შეუძლიათ.

რესტორანის დამფუძნებელი 10 შვილიანი ქურასბედიანების ოჯახია, მათი და კომპანია 2L Gastronaut-ის ერთობლივი იდეით შეიქმნა კონცეფციაც. სტუმარი თავს არა რესტორანში, არამედ თავადის სახლში გრძნობს, ინტერიერი და სარდაფი, სადაც მარანია განთავსებული, მე-19 საუკუნისაა.

„შინდის შეჭამანდი“ „ფელამუშ ქეიქი“ გოგრის გუფთის სადილი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ კერძებისა, რომლებსაც სტუმრები განსაკუთრებით გამოარჩევენ.

ბარბარე ჯორჯაძემ ერთ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადმოსცა ქართული სამზარეულოს საგნძური, იმდროინდელ საზოგადოებას უამრავი ევროპული რეცეპტი გააცნო და საკუთარ წიგნში თავი მოუყარა ბევრ სასრგებლო რჩევას, პრაქტიკულ ცოდნას ინფორმაციას პროდუქტების სწორად შერჩევაზე, საოჯახო და წვეულების სუფრების ორგანიზებაზე.

„თბილისი თაიმსი“ რესტორნის დიასახლისს მაკა ჯიბუტს დაუკავშირდა, ოჯახის თქმით, „რესტორნის მიზანია – აღადგინოს და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შეაყვაროს ძველი ქართული სამზარეულო, ხარისხიანი მომსახურებით მყუდრო ოჯახურ გარემოში.“

15231554_1363097310388208_844890339_o

გვიამბეთ რესტორანის შექმნის ისტორია, როგორ დაიწყო ყველაფერი?

– რესტორნის შექმნის ისტორია  2015 წლის სექტემბერში დაიწყო. ჩვენი მეგობრის სანდრო ჯეჯელავას დახმარებით, რომელმაც გაგვაცნო  ლევან კოკიაშვილი და ლალი პაპაშვილი. ჩვენი – ქურასბედიანების ოჯახის ინტერესის განვითარებითა და “2L გასტრონავტის” კონცეფციის ჩამოყალიბებით, საბოლოოდ, შევქმენით რესტორანი “ბარბარესთან”.

ბარბარე ჯორჯაძის წიგნი “სრული სამზარეულოგახდა ჩვენი წარმატების საფუძველი. „მშრალ ხიდზე“ შემთხვევით ნაპოვნი წიგნი ოჯახისთვის ღმერთის საჩუქარი აღმოჩნდა.

რას თვლით თქვენი რესტორანის მთავარ უპირატესობებად, რატომ „ბარბარესთან“?

– რესტორნის სახელი ბარბარე ჯორჯაძის საპატივცემულოთ დაერქვა, ანუ სტუმრად ბარბარესთან, რესტორნის უპირატესობა ბევრი მიმართულებითაა საინტერესო და განსხვავებული სხვა კონკურენტებთან შედარებით:

  • ღვინისა და კერძის  რესტორანი;
  • ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური აღდგენილი კერძები;
  • უნიკალური ღვინის მარანი (65 ღვინის კომპანიაქართული ტრადიციული  და კლასიკურიმეთოდით დამზადებული);
  • სტუმართან უშუალოდ ოჯახის წევრების მასპინძლობა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურებამყუდრო ოჯახურ გარემოში;
  • მე-19 საუკუნის ძველი ქართული რეტრო მუსიკის ფონი;

15240120_1363109127053693_1452541905_n

ჩვენი რესტორანი გათვლილია გემოვნებიან სტუმარზე, რომელსაც  შესწავლილი აქვს კარგად  კულინარია და რა თქმა უნდა, კარგად უხამებს კერძს შესაბამის ღვინოს.

რესტორანის ინტერიერისა და დიზაინის იდეა ვის ეკუთვნის?

– რესტორნის დიზაინი ეკუთვნის ლალი პაპაშვილს.

რამდენი ადამიანია დასაქმებული და თუ ფიქრობთ გაფართოვებას?

– ჯერჯერობით პატარა რესტორანი ვართ, ვფიქრობთ გავფართოვდეთ სტანდარტების შესაბამისად და დავაკმაყოფილოთ მაღალი მოთხოვნის სტანდარტები.

ნათია კეკენაძე

ნათია

Please follow and like us: