ზამთრის სეზონისთვის ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. ადამაინების დიდი ნაწილისთვის ზამთარი ფავორიტი სეზონია, შესაბამისად, სურთ ეს დრო მათთვის დაუვუწყარი იყოს. ჩვენს ქვეყანას ამ დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. ქართველებიც, ტრადიციულად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენასა და ტურისტების მოხიბვლას განაგრძობენ.
როგორც, ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტრაციაში აცხადებენ, ჩვენი ქვეყნის ბუნებისა თუ ტრადიცეიების გაცნობის საშუალება ტურისტებს სულ მალე, კვლავ ექნებათ – 2017 წლის ზამთრის სეზონი, დეკემბრის შუა რიცხვებიდან გაიხსნება.
რა სიახლეები იგეგმება 2017 წლის ზამთრის სეზონისთვის, ტურისტების რა ნაკადს ელიან და უცხოელ თუ ადგილობრივ დამსვენებლებს რა სიახლეები ელით, ამ და სხვა საკითხებზე “თბილისი თაიმსს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩიგოვაძე ესაუბრა.
როგორი მოლოდინები გაქვთ, წინა წელთან შედარებით ტურისტების რა ნაკადს ელით?
– საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ზრდას განაგრძობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების ქვეყანაში შემოსვლის ზრდის უზრუნველსაყოფად მთელი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვისაუბრებთ, ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 11 მილიონი უნდა შეადგინოს, ადმინისტრაცია აღნიშნული მაჩვენებლის მისაღწევად ყველანაირ ბერკეტს იყენებს.
2016 წლის ათი თვის მონაცემები, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, რეკორდულია. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5,406,188 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 407,379-ით მეტია (ზრდა +8.1%).
განხორციელებული მარკეტინგული კამპანიებისა და ზამთრის კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გავლენით, ზრდის ტენდენციის გაგრძელება ზამთრის პერიოდისთვისაცაა მოსალოდნელი.
დეკემბერში, უკვე ორ მნიშვნელოვან და რეკორდულ ნიშნულს მივაღწევთ. 2016 წელს პირველად საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6 მილიონს ასცდება და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მიმდინარე წელს 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.
რომელია ის ქვეყნები, საიდანაც განსაკუთრებული ინტერესია და ზამთრის სეზონზე უფრო მეტი ტურისტი შემოდის?
– ზამთრის კურორტების ვიზიტორთა შორის სხვადასხვა ქვეყნებისს წარმომადგენელებს ვხვდებით, მათ შორის განსაკუთრებული ინტერესით მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები გამოირჩევიან.
საქართველოს ზამთრის კურორტების ყველაზე ხშირ ვიზიტორებად: რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და უკრაინელები უნდა დავასახელოთ. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტებს ველოდებით ტრადიციული ბაზრებიდან – ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან და სხვა.
ასევე ახალი ბაზრებიდანაც – მათ შორის არაბთა გაერთიანებული საემიროები და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები
რეკლამირების კუთხით, რომელი ახალი ბაზრები იქნა ათვისებული?
– ზამთრის მარკეტინგული კამპანია უკვე დაწყებულია, ჩვენ ჩვენი კურორტების რეკლამირება საზღვარგარეთ რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ.
ჩამოგითვლით ქვეყნებს, სადაც ეს კამპანია მიმდინარეობს: რუსეთი, გერმანია, ისრაელი, უკრაინა, იტალია, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები.
გარდა ტრადიციული მარკეტინგული კამპანიებისა, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტები ჩამოგვყავს, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებს სტატიებსა თუ სიუჟეტებს ამზადებენ. წელს მედიის 600-მდე წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ.
2017 წლის ზამთრის სეზონიდან ტურისტებს ან უბრალო დამსვენებლებს რა სიახლეებს სთავაზობთ?
– 2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, პირველად, ერთდროულად 9 საბაგირო შენდება.
2016 წლის ბოლოს, კურორტ თეთნულასა და მიტარბაში 3 საბაგიროს მშენებლობა დასრულდება. ხოლო გუდაურში, 3 საბაგიროს, მათ შორის ერთი სავარძლის ტიპის და 2 საჩოჩიალოს მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დამთავრდება.
ასევე, ბაკურიანში წელს ტურისტებს სრულიად ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დახვდებათ, რომელიც მათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება.
ნინო ზარიძე