“ჩვენ სრულად აღვიქვავთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილიმიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიანმიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული დამტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავისმოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზემიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია დაწარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას”- ამის შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორცევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”.
კონფერენცია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინო საქმეთაკომიტეტის წევრის მარია გაბრიელის ინიციატივით ჩატარადა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენევროპარლამენტის, ევროკომისიის და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უკანასკნელი სამი წლისგანმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედოგეგმით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, რომელიც პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც ძალზედ ეფექტური და მდგრადი. “საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედოგეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმებისგანხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოსევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ვიზალიბერალიზაციისსამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, საერთო ჯამში, მიღებულიქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 70-მდე დადგენილება, ინსტრუქცია და წესდება, 8 სტრატეგია; რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია. ეს ტრანსფორმაცია უდავოდბრწყინვალე მაგალითია ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკისა, რომელიც ერწყმისსაქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების ასევე წარმატებულ შიდა პოლიტიკას”-განაცხადამინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებშეთანხმების ამოქმედებამ მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებობები საქართველოსთვის, თუმცა ეს პროცესი ვერ იქნება ეფექტური, თუ ქართველ მეწარმეებს არ მიეცემათ საშუალებათავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის სივრცეში და გაიცნონ იქ არსებული ბიზნესშესაძლებლობები. მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციაარავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ესხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისადა პარტნიორობის გაძლიერებას.
„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვშიყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათაევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოსმოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა დაევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს.როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდითგანვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუმივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა პრემიერ მინისტრის ვიზიტზე ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიცგაიმართება ასოცირების საბჭო და განხილული იქნება ასოცირების ახალი დღის წესრი 2017-2020 წწ., რომელიც მინისტრის განცხადებით არის ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოსკანონმდებლობისა და ინსტიტუტების ევროპულ სახელმწიფოთა სტანდარტებთან დაახლოებასითვალისწინებს.