ვაშინგტონიდან მიღებული ცნობებით თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა სირიაზე საჰაერო თავდასხმის წინადადება, მასში ინტერვენციის აუცილებლობის მიზეზებზეა ყურადღება გამახვილებული.
მისი მიხედვით სირიის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულ ქიმიურ იარაღს ათასამდე კაცი ემსხვერპლა, რითაც დამასკომ დაარღვია და უგულვებელჰყო საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ 2004 წელს მიიღო, იგი კრძალავს ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღების გამოყენებას.
ამავე კანონმდებლობით მასობრივი განადგურების იარაღის მომავალში გამოყენების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღების უფლებამოსილებას აძლევს ამერიკის არმიას და იგი ვალდებულია დაიცვას თავისი მოკავშირეებიც.
სავარაუდოდ კონგრესი ამ წინადადებას 9 სექტემბერს განიხილავს.
02.09.13