რომის პაპმა ფრანცისკამ 78 წლის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ ტარკისიო ბერტონეს მაგივრად ახალ სახელმწიფო მდივნად დანიშნა 58 წლის პიეტრო პაროლინი, რომელიც 2009 წლიდან დღემდე პაპის ელჩი იყო ვენესუელაში.
პაპის თხოვნით პაროლინი ბერტონესგან თანამდებობას 15 ოქტომბერს გადაიბარებს.
ფრანცისკამ საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკე მამბერტის ნაცვლად კი ჯიოვანნი ბეკსიუ დანიშნა.
ექსპერტების აზრით ვატიკანი ამ ბოლო ხანებში პედოფილების, ბანკების და ე.წ. ვატილექსის სკანდალებში გაეხვია და პაპი ამ ახალი დანიშვნებით საზოგადოების დაშოშმინებას ცდლობს.
02.09.13