დღეს მთავრობა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა კონსულტაციები და შეთანხმებულია, რომ დღეს, 14:00 საათზე მთავრობა ”პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება, 15:00 საათზე უმცირესობას, ხოლო 16:30 საათზე უმრავლესობასთან გამართავს აუდიენციას.
კობახიძის განცხადებით, დოკუმენტს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს.
ბიუჯეტის პროექტის, ასევე თანმდევი პროექტების განხილვა სესიაზე 14 დეკემბერს გაგრძელდება.