ამ წუთებში საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წინასწარ ცნობილია, რომ სხდომაზე პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის აპირებს სინოდის სხდომაზე დააყენოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის „განუსაზღვრელი ძალაუფლების“ საკითხი.
„მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავარჩიოთ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვნისაგან. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით. შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება არის თავი ყველა ამ პრობლემებისა. ე.წ. „რუხი კარდინალის“ მდგომარეობა და ე.წ. „ჩრდილოვანი მმართველობა“ ეკლესიაში სამწუხაროდ არსებობს, “- აღნიშნა მეუფე პატრემ.
სავარაუდოდ, ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირება და პატრიარქის დაცვის საკითხი, თუმცა ბოდბელი ეპისკოპოსი-მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არ აპრებს დააყენოს პატრიარქის დაცვის ხელმძღვანელის გადაყენების საკითი. „დაცვა ის ფიგურა არ არის ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკოთ. მაგას აუცილებლად გავუშვებ,“ -აღნიშნა მან.
სინოდის სხდომის ოქმი მოგვიანებით გახდება ცხნობილი.
სოფიკო ნინიკაშვილი