2 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
23 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

1953 წლის 23 დეკემბერს სსრკ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, სოციალისტური შრომის გმირი  ლავრენტი ბერია სიკვდილით დასაჯეს, ბრალდებით, გერმანიის ჯაშუშობა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, საბჭოთა კავშირის მასშტაბით მისი დადებით კონტექსტში ხსენება აიკრძალა. ბიბლიოთეკებში წიგნებიდან ამოშალეს მისი სახელი და გვარი, აღარ სვამდნენ მის სადღეგრძელოებს, აღარ უწერდნენ ლექსებს და აღარ მღეროდნენ მისდამი მიძღვნილ სიმღერებს.

როგორც ცნობილია, სიკვდილით დასჯამდე ბერიას საბრალდებო დასკვნის გაცნობა შესთავაზეს, როცა რუდენკომ ასგვერდიანი დოკუმენტის კითხვა დაიწყო, ბერიამ ყურებზე ხელები აიფარა. პროკურორმა განმარტება მოსთხოვა.

ბერია: ­ მე შემთხვევითმა ხალხმა დამაპატიმრა… მე მოვითხოვ მთავრობის წევრებმა მომისმინონ.

რუდენკო: ­ თქვენ მთავრობის გადაწყვეტილებით დაგაპატიმრეს და ეს მშვენივრად იცით. იძულებულს გაგხდით, რომ საბრალდებო დასკვნას მოუსმინოთ.

ბერია საკანში გაგზავნეს და საკვების მიწოდება შეუწყვიტეს. მხოლოდ ერთი დღე გაძლო საჭმლის გარეშე სტალინის უდრეკმა სახალხო კომისარმა, შემდეგ სადილი მოითხოვა და საბრალდებო დასკვნასაც მოუსმინა. სასამართლო შტაბის შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობდა. სსრკ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სპეციალური წარმომადგენელი მარშალი კონევი იყო, სახელმწიფო ბრალმდებელი – რუდენკო. სასამართლო ექვსი დღე მიმდინარეობდა. 18­დან 23 დეკემბრამდე. საქართველოდან რესპუბლიკური პროფსაბჭოს თავმჯდომარე მ. ი. კუჭავა იყო მიწვეული. გამოძიების მასალების გაცნობისას მან ბერიას მიერ გაუპატიურებული ქალების ვრცელი სია გადაათვალიერა. ­

,,თუ ღმერთი გწამთ, ეს სია სახალხოდ არ წაიკითხოთ,” – იხვეწებოდა კუჭავა, –  ,,­ ქალების სამი მეოთხედი ამ ჩვენი მთავრობის წევრთა ცოლებია”.

სიკვდილმისჯილი იმავე შტაბის ბუნკერში დახვრიტეს.

წყარო: ვახტანგ ხარჩილავა. – სისხლიანი ქრონიკები. – ანტონ ანტონოვ­ოვსეენკო. – ლავრენტი ბერია. – თბ. 1991.

 

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: