25 დეკემბრიდან  NBA-ს ,,ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულების შერჩევაზე ხმის მიცემა დაიწყო. წინა წლის მსგავსად, , ,,გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი – ზაზა ფაჩულია ხმის მიცემაში მიიღებს მონაწილეობას.

,,ოლ სტარზე” კალათბურთელთა არჩევის წესი ნაწილობრივ შეიცვალა – კალათბურთელთა 50%-ს გულშემაკტივრები ირჩევენ, ხოლო 25-25% ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.

2017 წლის ,,ოლ სტარზე” ზაზას ფაჩულიასთვის  ხმის მიცემა ოთხი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:

  1. Facebookპოსტი:  #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
  2. Twitterპოსტი: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
  3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ NBA Vote All-Star, შემდეგ წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden state-ს, კალათბურთელებიდან, კი ზაზა ფაჩულიას. ( ხმის მიცემა ხდება 24 საათში ერთხელ.)
  4. nba.com/voteსაიტზე რეგისტრაცია. ( ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ.)

შესაძლებელია, ოთხივე საშუალების გამოყენება ერთი დღის განმავლობაში.

ხმის მიცემა   16 იანვარს დასრულდება.

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: