“როდესაც შემცირება ხდება, ყოველთვის არის მტკივნეული ადამიანებისთვის, არც ერთმა არ მინდა იფიქროს, რომ ვინმე იყო სახელმწიფოსთვის ზედმეტი. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტოვირებული”. საჯარო სტრუქტურების ოპტიმიზაციის გეგმაზე და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გადაცემა “მოამბის” ეთერში ისაუბრა.
“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც გული ეტკინა. ყველა ჩვენგანი ძალიან განვიცდით. ადამიანის არ დაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები, ასევე ნატოდან, ევროკავშირიდან, მიგვითითებდნენ, რომ ეს პროგრამა იყო დასაწყები. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს. ზედა ჩინის იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს. ეს რეფორმა ძირითადად ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. მადლობა ლევან იზორიას, რომელმაც ადამიანური და ტექნიკური თავლსაზრისით ურთულესი რეფორმა დაიწყო.
საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 65 %-ზე მაღალია, როდესაც შემოსავალი არის ლარებში, ეს ძალიან მძიმედ ურტყამს მოსახლეობის ყოველდღიურობას. ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს პარტნიორებთან არსებულ მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ბრალი დავდო ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს. ამ მაჩვენებელში არ არის ემოციური კომპონენტი. ამის მოსმენა ძალიან ძნელია, მაგრამ დღეს რომ უფრო მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს, მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს, სავაჭრო კონკურენტუნარიანობას”.
მანანა ღოღობერიძე