2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალივაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხორესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებულიმოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის„ვეისინის“მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.
ხსენებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობისგაერთიანებულმა კომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა, ათეულშიასევე მოხდა „ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის“ 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონებისგახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლის ათი მთავარი ეკონომიკური მოვლენისგამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზემოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების თაობაზეერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა 2015 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხორესპუბლიკაში ვიზიტის დროს. გადაწყვეტილება აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყებისთაობაზე, 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა დაჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრისას მიიღეს.საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალივაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოშიწარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიცდაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.