„გიგი უგულავას წერილი ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, მიხეილ სააკაშვილის საკუთარი პარტიიდან დისტანცირებას. პოლიტიკურად დევნილი პრეზიდენტის საკუთარი პარტიიდან გაძევება არ არის ღირსეული და პრინციპული საქციელი. ეს არის ელემენტარული მორალის უარყოფა“. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე პარტიის წევრმა ნიკა რურუამ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.
„გიგი უგულავა და მისი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ხან ბოკერიას ჯგუფსაც უწოდებენ, ამართლებს საკუთარ გასვლას პარტიიდან. ეს არც პარტიის გაყოფა არის და მით უმეტეს არც დანგრევა. 20 იანვარს ჩატარდება ისეთი ყრილობა, როგორიც უნდა ჩვენს მხარდამჭერებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარ მილიონ ამომრჩეველს. ამ ადამიანებს უნდათ სიახლე, ცვლილება. დანგრევა ჰიპერბოლაც არ არის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუ რა არის დანგრეული და რა სიახლე. ხალხის უმრავლესობას უნდა გახსნილი პარტია და არა ჩაკეტილი ბიუროკრატია, სადაც ახალმისული ადამიანი ცუდ ენერგიას გრძნობს. ეს არ უნდა იყოს სექტის მაგვარი რამ,“–განაცხადა ნიკა რურუამ.
მანანა ღოღობერიძე