საქართველოში არაერთი აკრედიტირებული კერძო სკოლა არსებობს, თანდათან მათი პოპულარობა იმდენად იზრდება, რომ ხშირად მოსწავლეები და მათი მშობლები არჩევანს სწორედ კერძო სკოლის სასარგებლოდ აჩერებენ. ჩვენს დროში, როდესაც მშობელთან დიდი ნაწილი დაკავებულია, ხელსაყრელი ხდება, რომ შვილები მიიყვანონ იქ, სადაც სწავლასთან ერთად კვებით უზრუნველყოფენ და ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობებით იქნებიან დატვირთულნი. „თბილისი თაიმსი“ შეეცადა, გაერკვია რა ღირს კერძო სკოლაში სწავლა, მოსალოდნელია თუ არა ფასების მატება…
გამოიკითხა 8 კერძო სკოლა, გამოკითხვიდან აღმოჩნდა, რომ ქვემოთ მოცემული სკოლებიდან ყველაზე მეტი საფასურის გადახდა (წელიწადში 5450 ევრო, ლარებში დაახლოებით 15 817 ლარი) „კავკასიის ფრანგული სკოლაში“ მოგიწევთ, ხოლო მოცემული სკოლებიდან ყველაზე ნაკლების გადახდა (2500 ლარის) სკოლაში – „პრომეთე“.
ასევე გამოკითხვიდან გამოიკვეთა, რომ ფასები უმეტეს სოლებში ყოველ წელს იზრდება. სკოლების უმეტესობა ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას უკავშირებს.
„სწავლის წლიური საფასური ამჟამად სკოლაში 4200 ლარია, გასულ წელს ღირებულება 3900 ლარი იყო. მომავალი წლიდან სავარაუდოდ, ფასი 1800 დოლარის ექვივალენტი გახდება, რაც ნიშნავს, რომ „მწვანე სკოლაში“ სწავლის საფასური 4959 ლარი გახდება.“
„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“
„მოსწავლეები თანხას ფუნტ სტერლინგში იხდიან, ამჟამად თვიური გადასახადი წელიწადში 2400 ფუნტი სტერლინგია, რაც დაახლოებით 7995 ლარს შეადგენს. გასულ წელს წლიური ღირებულება 1980 ფუნტი სტერლინგი, დაახლოებით 6 595 ლარს შეადგენდა. სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ, მომავალ წელს სწავლის ღირებულება არ შეიცვლება.“
„სწავლის საფასური ამჟამად წელიწადში 4900 ლარია, გასულ წელს „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეებისთვის სწავლის ღირებულება 4200 ლარს შეადგენდა. სკოლაში უჭირთ წინასწარ იმის თქმა როგორ შეიცვლება ფასები მომავალ წელს.“
„სკოლაში სწავლის საფასური საფეხურების მიხედვითაა დაყოფილი. 6–დან 12–ე კლასის ჩათვლით ღირებულება წელიწადში 5450 ევროა, რაც ლარებში დაახლოებით 15 817 ლარს შეადგენს, ხოლო 1–დან 5–ე კლასის ჩათვლით სწავლის ღირებულება წლის განმავლობაში 5100 ევროს შეადგენს, რაც დაახლოებით 14 801 ლარია. გასული წლის მონაცემებით 6–12 კლასებში სწავლის საფასური 5200 ევროს შეადგენდა, ხოლო 1–5 კლასებში– 4930 ევრო იყო.“
„ამჟამდ სწავლის საფასური წლის განმავლობაში 4800 ლარს შეადგენს. გასულ წელს ამავე სკოლაში სწავლის ღირებულება წელიწადში 3600 ლარს შეადგენდა. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ფასების რეგულირება არა მათზე, არამედ ლარის კურსზეა დამოკიდებული. შესაბამისად თუ ლარი გაუფასურდება სწავლის საფასურიც მოიმატებს და პირიქით.“
„გადასახადი კლასების მიხედვით სხვადასხვაგვარია. I – III კლასი წელიწადში–1800 ლარი; IV-VI კლასი –2000 ლარი; VII-IX კლასი–2200; X-XII კლასი –2500 ლარია. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ღირებულება გასულ წელსაც იგივე იყო, რაც წელს და სწავლის საფასური არ გაზრდილა, თუმა ზუსტად ვერ ამბობს, დარჩება თუ არა გადასახადი უცვლელი მომავალი წლისთვის, როგორც მან განაცხადა, მომავალ წლამდე მიღწევაა საჭირო.“
„სკოლაში სწავლის ღირებულება ამჟამად წელიწადში 5000 ლარს შეადგენს. როგორც თავად აცხადებენ, გასულ წელს საფასური იგივე იყო და არ შეცვლილა, თუმცა არ იციან როგორი იქნება სწავლის ღირებულება მომავალი წლისთვის.“
„ფენიქსი“
„სკოლაში სწავლის ღირებულება მათაც კლასების მიხედვით აქვთ გადანაწილებული და ყველაზე მეტს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, იხდიან წელიწადში 3900 ლარი. აბიტურიენტების შემდეგ ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა მე–11 კლასელებს უხდებათ, რომელთაც „ფენიქსში“ სწავლის მიღება წელიწადში 3700 ლარი უჯდებათ. დანარჩენი კლასის მოსწავლეებისათვის სწავლის საფასური ერთნაირია და ის წლის განმავლობაში – 3500 ლარს შეადგენს.“
„თბილისი თაიმსი“ აგრეთვე დაუკავშირდა კერძო სკოლა „ოლიმპს“, რომელმაც უარი განაცხადა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია სწავლის საფასურთან დაკავშირებით. როგორც თავად აღნიშნეს, ინფორმაციის გაცემა მათს ინტერესებში არ შედის.
ნანუკა მაღლაკელიძე