თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტებითმქონე სკოლის შენობაში გაანხლეს. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის გახსნის ღონისძიებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ,თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა. მისი თქმით, სკოლა მთლიანადადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეეძლებასრულფასოვანი განათლების მიღება.
“გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს– ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებულისაზოგადოებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სკოლიდან საზოგადოებას ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო–განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრებისაქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვაჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, განათლებისა და სპორტისსამინისტროები, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, სკოლებს შესაბამის პროგრამას შესთავაზებენ,რათა ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ნაწილად იქცეს.
„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არისგანათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, მინდა, დღეს დაავანონსო ერთი ახალი,ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიანჩართულნი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენუფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალიტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკურივარჯიში. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღიცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლებისა და სპორტისსამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვისფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული მასში,”- განაცხადაპრემიერმა.
სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთისფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.