„არანაირი კომპლექსი და მორიდება არ მაქვს, რომ კონკრეტული კლინიკები დავასახელო, უბრალოდ  ბოლო შანსი მინდა მივცე მათ, რომ შეიცვალონ ეს ზნე,ჩვეულება და მიხედონ ინფექციების კონტროლს თავიანთ ტერიტორიებზე“.  სამედიცინო მომსახურების სერვისების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი რეფორმების დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ჯანდაცვის სისტემა სამ საყრდენზე დგას, ეს არის მიწვდომადობა, ხარისხი და ფასი. პირველ ეტაპზე, ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა იყო, რო მაქსიმალურად გაგვეზარდა მიწვდომადობა სამედიცინო სერვისებზე. ახლა დგება აუცილებლობა, რომ ანალოგიური მასშტაბის რეფორმა გატარდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. ეს ყველაზე რთული ნაწილია, ბევრ მიმართულებას მოიცავს. მათ შორის არის პაციენტის უსაფრთხოება,ინფექციების კონტროლი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან დიდი  მხარდაჭერა ექნება.

არანაირი კომპლექსი და მორიდება არ მაქვს, რომ კონკრეტული კლინიკები დავასახელო, უბრალოდ  ბოლო შანსი მინდა მივცე მათ, რომ შეიცვალონ ეს ზნე,ჩვეულება და მიხედონ ინფექციების კონტროლს თავიანთ ტერიტორიებზე. კოლეგიალურმა და პარტნიორულმა მოთხოვნამ რიგ კლინიკებზე შედეგი ვერ გამოიღო, ვერ შეიცვალეს საქმისადმი დამოკიდებულება და ისინი უბრალოდ აღარ იქნებიან ჩვენი პარტნიორები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს არის ერთ–ერთი სანქცია. არჩევითი კონტრაქტირება არის ერთ–ერთი ინსტრუმენტი ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

თვით უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყნებიც, ძალიან ხშირად ყოველწლიურად იყენებენ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურების ფინანსური დეპარტამენტების დახმარებას,  დამატებით მილიარდობით არამიზნობრივად დახარჯული თანხა მოაქვთ კლინიკებიდან. არსებობს ხარისხისკონტროლის ორი გზა, როდესაც დავინახავთ რომ პრობლემაა და მერე ვახდენთ რეაგირებას, ეს არ არის შედეგის მომტანი. უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც ასეთი შემთხვევების პრევენციას მოახდენს,“–განაცხადა დავით სერგეენკომ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 5,685 times, 1 visits today)

კომენტარები