ქვეყანაში არსებულ საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ბატონო გია, ,,ნაცმოძრაობა გაიყო. მოხდა ის, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ. თქვენი აზრით, რა მოხდა ,,ნაცმოძრაობაში”, რა გახდა  პარტიის პრაქტიკულად ორად გაყოფის მიზეზი?  თან, როგორც გაირკვა, ნაცმოძრაობიდანპარლამენტში მოხვედრილთაგან პარტია უმრავლესობამ დატოვა

კონცეპტუალური შეჯახება მოხდა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა, მათ შორის პარლამენტში. მიკვირს,  ისინი, ვინც დარჩნენ, რატომ დარჩნენ. თუ უკმაყოფილოები იყვნენ პარლამენტში შესვლით, მაშინ ასე ვთქვათ, რატომღა მოღვაწეობდნენ პარლამენტში?  თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევები პოლიტიკაში ხდება. იმ ნაწილზე, რომლებიც  ნაციონალებს არ გამოეთიშენ, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მრევლია. მათ ლიდერის უპირობო რწმენა აქვთ.

მეორე მხარეს კი, დარჩა გარკვეული პოლიტიკური ელიტა ამ პარტიისა, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური კვალიფიკაცია, თუმცა ელექტრონალური თავლსაზრისით პრობლემები აქვთ. ნაციონალები კი გაიყვნენ, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რის მიღწევას შეძლებენ ისინი ცალცალკე.  

თქვენი აზრით, ამ პოლიტიკურ 2 ჯგუფს რა პერსპექტივა აქვს?

პირველი ჯგუფის პერსპექტივა (სააკაშვილის გუნდი)  ზრდის თვალსაზრისით  მინიმალურია, თუმცა კლებაც ნაკლებად სავარაუდოა. არ მგონია ბევრი დაკარგონ, რწმენა ისეთი რამეა, რომ მონოლითილურად გამოიყურება. რაც შეეხება მეორე ჯგუფს,  აქვთ გარკვეული პერსპექტივა, თუმცა არც თუ ისე მნიშვნელოვანი.

ნაციონალებშიმიმდინარე პროცესებზე უამრავი აზრი გამოითქვა. ფაქტია, რომ გაყოფამ და ერთმანეთის მისამართით საჯაროდ ტალახის სროლამ ნაციონალები, როგორც ყოფილი მმართველი და ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ძალა, მნიშვნელოვნად დაასუსტა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესებინაციონალებისორივე ფრთაში და მათი გაყოფა შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რა გავლენას იქონიებს?

ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის ორ ნაწილად გაყოფა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რადიკალურად  ვერ შეცვლის.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები  უგულავას, ბოკერიას და მთელ მათ გუნდს ივანიშვილთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. თქვენც ფიქრობთ, რომნაციონალებშიმიმდინარე პროცესებში გარკვეული წვლილი ბატონ ივანიშვილსაც აქვს შეტანილი?

– დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვერც ვერაფერს  გამოვრიცხავ. პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების აღქმას დიდი მნიშვნელობა აქვს  და  სწორედ საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებში  ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია.  რეალურად უერევია თუ არ ურევია, ამას პრატიკულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

 ამ განხეთქილებების ფონზე როგორიაქართული ოცნებისპოლიტიკურ მომავალირა დადებითი ან უარყოფითი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ….

არ მგონია, რომ ქართული ოცნებისთვის ეს კონფიგურაცია უკეთესი იყოს. იმიტომ, რომ პოლიტიკურ  ბრძოლაში გირჩევნია შენი მოწინააღმდეგეები ერთ მხარეს გყავდეს, მათი დაშლა პოლიტიკურ პროცესს ართულებს.

ბატონო გია, თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის გადანაწილებებსრამდენად კანონზომიერი იყო ეს?

– დღეს პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად მკვდარია, არ არსებობს რეალური პოლიტიკური ელიტა. მოთხოვნილება არის ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე, რომლებიც ამ მომენტისთვის არ ჩანან. პროცესი ბუნდოვანია.

რაც შეეხება თავად მიმდინარე მოვლენებს, საკმაოდ კანონზიომიერი იყო, გასაკვირი არ ყოფილა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში მოთხოვნები განაპირობებს მიწოდებას. მოთხოვნა არის ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე, რადგან არის მოთხოვნა, აუცილებლად გამოჩნდება მიწოდება – პოლიტიკური მიწოდება, თუმცა ვინ დაიკავებს ამ ნიშას არ ვიცი.

ნინო ზარიძე

Please follow and like us: