„არ იცვლება პარტიის ლიდერი და ჩვენი ამოცანები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნების შემდეგ არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ეს არ იცვლება. არ იცვლება მთავარი იდეა, რასაც ქვია ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფო“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ „ტვ პირველზე“ გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„პარტიიდან საკმაო რაოდენობის წევრები გავიდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გახლეჩილა .მათ შორის არიან ჩემი მეგობრებიც,თუმცა მიმაჩნია, რომ მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მათ გარეშეც „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა.რამდენიც ვართ, იმდენი გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტში და პარლამენტს გარეთ.ადამიანურად მძიმე იყო,თუმცა პოლიტიკურად აბსოლიტურად ნათელი იყო სად უნდა ვყოფილიყავი.ჩვენ არ ვართ მეგობრების კლუბი, გვაქვს სეროზული საქმე და პასუხისმგებლობა.
ეს არის ერთადერთი ძალა, რიელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ ამ ორგანიზაციას შეუძლია ივანიშვილის გზიდან ჩამოშორება. პოლიტიკურ გეგმებს დასახავს 7 ათას დელეგატიანი ყრილობა. სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი იმ დონის და რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. საჭადრაკო ზედაპირზე მხოლოდ ორი დიდი ფიგურაა, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ამოცანაა მისი ფაქტორის გამოყენებით , მთელი პარტიის კონსოლიდაცია,“–განაცხადა გია ბარამიძემ.
მანანა ღოღობერიძე