საქართველოს „ევროვიზია 2017“-ზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. ეროვნული კონკურსის საფინალო ტური თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. გამარჯვებული საერთაშორისო ჟიურისა და მაყურებლების მხრიდან შემოსული ხმების მიხედვით გამოვლინდა.
საქართველოს შიდა შესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. ესენია: გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი – გიორგი ჩიქოვანი); ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი – ბრენდონ სტოუნი); რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი – რატი დურგლიშვილი); ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი – გიორგი ლაღიძე); ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი – ალისა დანელია); ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები – Andy Vitolo and John King); მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი – მალიბუ); ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები – გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი); დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი – დიმა კობეშავიძე); ტრიო “მანდილი”, სიმღერით “მე და შენ” (კომპოზიტორი – ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი); თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (ავტორი – თაკო გაჩეჩილაძე); ნინო ბაშარული, სიმღერით “ლილეო” (Lileo) (კომპოზიტორი – ნინო ბაშარული); ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები – Ylva and Linda Persson); MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი – MISHO); მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი – “ბით ჰარდი”, ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი); ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი – ზვიად მღებრიშვილი); ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი – ალეკო ბერძენიშვილი); თორნიკე ყიფიანი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი – თორნიკე ყიფიანი); თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი – თემო საჯაია); საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი – საბინა ჭანტურია); მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი – ჯონი თითირაშვილი); ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი – Asea Sool); ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი – ედიშერ ლომაძე); ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი – ბესო ნემსაძე) და დავით შანიძე, სიმღერით – “მტვერის კაცი” (კომპოზიტორი – დავით შანიძე).