ლონდონში მოქმედმა ლეგატუმის ინსტიტუტმა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იყო. კვლევაში 104 ქვეყანა მონაწილეობდა.
საუკეთესო ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გაიზომა,რამდენიმე პარამეტრის მეშვეობით, მათ შორის: ქვეყნის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურა და პრევენციული ზომების გატარებაზე ზრუნვა.
ეროვნული დღესასწაული ლუქსემბურგში
გასაკვირი არ არის, რომ საუკეთესოების სიაში განვითარებული ქვეყნები არიან. ისინი ლიდერები არიან არამხოლოდ ინდექსის ამ ნაწილში, არამედ სხვა კატეგორიებშიც. მანამ სანამ „თბილისი თაიმსი“ საუკეთესო 16 ქვეყანას წარმოდგიდგენთ, უნდა აღინიშნოს რომ სააგენტო „ბიზნეს ინსაიდერი“ გასული წლების ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას გამოჰყოფს და ამბობს რომ ბრიტანეთი ლიდერების სიაში წელს ვერ მოხვდა.
ჯანმრთელობის დაცვაში გულისხმობენ სახელმწიფო, სამედიცინო, სოციალ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა სისტემას, რომლის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების თავიდან აცილება და მკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება.
ზოგიერთ ქვეყანაში ის სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტირებულია ანტიეპიდემიური სამუშაოების ჩატარებით, ძირითადი მომსახურება კი გადატანილია კერძო სექტორში, ხოლო არსებობს სახელმწიფოები, სადაც ის ეფუძნება უფასო სამედიცინო დახმარების და მედიცინის პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმართულებებს.
- მე-16 ადგილზე არის კანადა, რომელმაც 1984 წელს შეცვალა ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და უფასო გახადა. ამ ფაქტმა ქვეყნის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალება მისცა.
- მე-15 ქვეყანა ყატარია. იგი ლიდერს შუა აზიაშიც საუკეთესო ჯანმრთელობის სტანდარტებით. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შექმნაშნი.
- მე-14 საფრანგეთია, ხელისუფლებამ მოქალაქეებს თანასწორი სერვისები შესთავაზა, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წელია.
- ნორვეგია,რომელიც მე-13 ადგილზეა, სკანდინავიის ქვეყნებშიც ლიდერია. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არის უფასო ბავშვებისთვის 16 წელს ქვემოთ, მაგრამ ზრდასრულები სერვისის საფასურს იხდიან. ნორვეგია,მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტს ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაში.
- მე-12 ადგილი დაიკავა ახალმა ზელანდიამ, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 81,6 წელია.
- ბელგია სიაში მე-11-ა, ქვეყნის სიცოცხლის საშუალო ხანგრძნლივობა 81,1 წელია, ბელგიას აქვს უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა.
- მე-10 ადგილზე ლუდისა და სოსისების მოყვარული ქვეყანაა. მიუხედავად, ამ სიყვარულისა გერმანიის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია.
- ისრაელი მე-9 ადგილით, შუა აღმოსავლურ ქვეყნებში ლიდერი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,5 წელია.
- მე-8 ადგილს იკავებს ავსტრალია, ქვეყანა სადაც შესანიშნავი ამინდი, ჰაერის დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,4 წელია (მე-4 მსოფლიოში).
- ჰონგ-კონგში 11 კერძო და 42 საჯარო საავადმყოფო 7,2 მილიონ ადამიანს ემსახურება. 2012 წელს ქვეყანა მსოფლიოში პირველი იყო ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით.
- მე-6 ადგილზე შვედეთია, ქვეყნის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80,7 წელია, იგი მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობით.
- მე-5 ადგილზე ჰოლანდიაა, მან 2015 წელს ევროპის ქვეყნებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შედარების შედეგად, 1000 ქულიდან ყველაზე მაქსიმუმი 916 მიიღო.
- იაპონიაში რომელიც მე-4 ადგილს იკავებს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83.7 წელია, ეს გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდით.
- მე-3 ქვეყანა შვეიცარიაა – მდიდარი, ლამაზი და ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტებით. ქვეყანაში სავალდებულოა ჯანმრთელობის დაზღვევის მიღება.
- სინგაპური მე-2 ადგილს იკავებს, ქვეყნის 5,6 მილიონიანი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83.1 წელია.
- მსოფლიოში საუკეთესო ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ლუქსემბურგს აქვს. ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის მოკალათებულმა ქვეყნის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. ქვეყანაში ჯანდაცვის დაფინანსება სოციალური სადაზღვევო შენატანებით ხდება.
საქართველო ამ კატეგორიაში 96-ე ადგილს იკავებს, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთი- 52-ე ადგილი; აზერბაიჯანი – 76-ე ადგილი; სომხეთი – მე-100 ადგილი; რუსეთი – 101-ე ადგილი.
ნათია კეკენაძე