დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ თანასწორობაზე, თანაბარუფლებიანობასა და გენდერულ ბალანსზე . თუმცა ერთია -რას ვლაპარაკობთ, ხოლო მეორე -რას ვაკეთებთ არსებული მცდარი შეხედულებისა თუ სტერეოტიპების შესაცვლელად. ქართულ საზოგადოებაში მიღებული „წეს-კანონის“ მიხედვით სამზარეულოში ტრიალი, ბავშვის აღზრდა და მოვლა ქალის საქმეა. ამ თემის ირგვლივ ბევრი იმსჯელეს ქართველმა მამაკაცებმა და ერთად შეთანხმდნენ არ ჩარეულიყვნენ ქალის კომპეტენციაში. პეტრე ნოდია ბიჭი ძიძაა, რომელმაც სრულიად დაამსხვრია სტერეოტიპები და ბედი ახალ პროფესიაში მოსინჯა, რასაც თავი წარმატებით გაართვა. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ იმ ბიჭის ისტორიას, რომელმაც ერთადერთმა გამოთქვა ძიძად მუშაობის სურვილი და არაერთი დადებითი გამოხმაურება და ემოციები მიიღო საზოგადოებისგან.
პეტრე ნოდია 22 წლის მეოთხე კურსის სტუდენტია. სწავლობს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალინ უყვარს და რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა. თუმცა გარდა არქიტექტურისა, საკუთარ თავს ვერც ბავშვებთან ურთიერთობის გარეშე წარმოიდგენს.
„არქიტექტურა – ეს ჩემი ძირითადი პროფესია. ის, რაც მე ძალიან მიყვარს და მინდა, რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო. თუმცა გარდა ჩემი პროფესიისა, მაქვს უამრავი გატაცება, რომელიც ვფიქრობ, პროფესიად ვაქციე. სამი წლის განმავლობაში მზარეულად ვმუშობდი, მაღალი დონის ევროპულ სამზარეულოებში. რამდენიმე შეფმზარეულთან ვისწავლე და ავითვისე მომზადების ხელოვნება, მალევე გავხდი მზარეული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო რესტორანში ვმუშობდი, ერთ დღესაც მომბეზრდა იქ მუშობა და მივხვდი რომ მჭირდებოდა, რაღაც სხვა, რაღაც ახალი. სადაც, საკუთრ ძალებს, შესაძლებლობას და უნარებს მოვსინჯავდი. ვიპოვიდი და ვისწავლიდი ახალს და საინტერსოს. ამიტომ გადავწყვიტე თავი სხვა პროფესიაში მეცადა.“
ჯერ კიდევ მზარეულად მუშაობდა, როდესაც დაფიქრდა რისი კეთება უყვარდა. რა გამოსდიოდა კარგად. დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, მალევე მიხვდა, რომ ეს ბავშვებთან ურთიერთობა იყო. პეტრეს დღეს ძალიან ბევრი პატარა მეგობარი ჰყავს, რომელებთნაც ერთად დროის გატარება და ურთიერთობა სიამოვნებს. შესაძლოა იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობისას საკუთრ ბავშვობას იხსენებს, ან იმიტომაც რომ რაღაც ახალს სწავლობს პატარებისგან.
„ბავშვებზე ზრუნვა და მათთან ურთიერთობა ყოველთვის კარგად გამომდიოდა, და ამ კუთხით გამოცდილებაც მქონდა. სტუდენტის ცხოვრებას თან ახლავს დამოუკიდებლობა, რასაც დიდწილად განსაზღვრავს შემოსავალი. ამიტომ ჩემთვის აუცილებელი იყო მორიგი სამსახურის პოვნა. ამიტომ, ჯერ კიდევ მზარეულად ვმუშობდი, როდესაც განცხადება განვათავსე ინტერნეტში. პირველი ერთი თვის განმავლობაში უამრავი ოჯახი მიკავშირდებოდა. უნდობლობა და აგრესია არავის გამოუხატავს. ორი თვის წინ ვმუშაობდი სამი წლის, დამიანესთან. ბაღიდან გამომყავდა, ერთად ვატარებდით დროს, ნაწილობრივ ვზრუნავდი მის კვებაზეც, დავდიოდით გამოფენებზე. კიდევ ბევრი გეგმა გვქონდა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელდა.“
მართალია, პეტრესთვის ეს მხოლოდ დამატებითი საქმიანობაა, თუმცა ყველაფერს დიდი სიყვარულითა და სერიოზულობით ეკიდება.
„ეს ჩემთვის დროებითი სამსახური იყო, ისევე როგორც სამზარეულო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას დროებითი სამსახური ჰქვია, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ვეკიდები. მით უმეტეს ბავშვებთან ურთიერთობას. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პროფესია, რომელიმეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ან საპასუხისმგებლოა, თუმცა ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რისი კეთება უნდა და რა გამოსდის კარგად. ვფიქრობ, ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია სიყვარული და სწორი დამოკიდებულება.“
დღეს პეტრე საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობს. ბაღში ორმოცი ბავშვია, მათთან ურთიერთობა დიდი თავგადასავალი და საუკეთესო გამოცდილებაა.
„განცხადების გამოქვეყნებიდან ძალიან მალე, დამიკავშირდნენ საინტერესო ადამინები და მითხრეს, რომ აპირებდნენ ბაღის გახსნას. შემომთავაზეს მათთან მუშაობა. მუშაობის დაწყებამდე გავიარეთ ტრენინგები, სადაც კიდევ უფრო მეტი ვისწავლეთ ბავშვების ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითრების შესახებ. ჩვენთან ყველაფერი გაწერილი და წინასწარ დაგეგმილია.“
პეტრესთვის ბავშვებთან ერთად ყოფნა ძალიან საინტერესოა. ყველა მომენტი– მნიშვნელოვანი. კითხვაზე თუ როგორია ბავშვებთან ურთიერთობა, პეტრე ამბობს, რომ ერთდერთი სიტყვა არსებობს ამის აღსაწერად-რთული, თუმცა ძალიან საინტერსო, სასიამოვნო.
„მათთან ურთიერთობისას სულ ამჩნევ იმას, რაც შენთვის ოდესღაც ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ ახლა შენს მეხსიერებაში უბრალოდ დაფარულია. ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამინისთვისაც ვინც ბავშებზე იღებს პასუხისმგებოლობას ბოლომდე უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რას აკეთებს. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ აქვთ საკუთრი თავის შეცნობის პირველი ეტაპი, როგორც პიროვნების. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები ვისთნ ერთდაც ისინი არიან . და ასევე სწორი მიდგომა, რომელიც აქვთ აღმზრდელებს კონკრეტული ბავშვის მიმართ.“
„MR ძიძას“ აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაზარდო ბავშვი სწორად.
„ბავშვებთნ დაკავშირებულ ყველა შემთხვევას თავისი გასაღები აქვს, თავისი მიდგომა. მით უმეტეს, მუშაობის დაწყებამდე ოჯახს ვუგზავნი კითხვების ჩამონათვალს, იმისთვის რომ მომაწოდონ მაქსიმალური ინფორმაცია ბავშვბის შესახებ. მხოლოდ ამის მერე ხდება შეხვედრა , გასაუბრება და დეტალების დაზუსტება.“
პეტრე მალე დაამთვრებს სწავლას და შესაძლოა ამ პროფესიის მიტოვება მოუხდეს, იმისთვის, რომ აკეთოს ის საქმე, რაც ძალიან უყვარს. თუმცა, როგორც ის ამბობს, არასდროს გაწყვეტს ურთიერთობას იმ ბავშვებთან, რომელთაც დღეს ხვდება და ასწავლის. ზუსტად იცის, რომ ძალიან კარგი მამა იქნება, საუკეთესო. და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც საკუთარ შვილს აიყვანს ხელში.
„ბავშვებთან ურთიერთობა მუდმივად სწავლას მოითხოვს. ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც შეიძლება დამთვრდეს. ცოდნას და გამოცდილებას ყოველდღე ვიღებ და ამ კუთხით კიდევ უფრო ვაძლიერებ ჩემს თავს.“
პეტრე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. არა მხოლოდ ამ პროფესიაში, არამედ ზოგადად. ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რომელიც არ უყვარს და არც საკმარისი კომპეტენცია აქვს.
„ძალიან მინდა ვთქვა, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება აღმზრდელების მიმართ. დღეს მშობლები საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ბავშვის აღზრდის პროცესს.ჩემთვის წარმოუდგენელია, ჩემი შვილი იყოს მთელი დღის განმავლობაში სხვა ადამიანთან და მას გადავუხადო ძალიან დაბალი თანხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მათგან არ ითხოვენ არანიარ პროფესიონალიზმს და არ აკისრებენ პასუხიმგებლობას. სწორედ ამის გამო გვაქვს დღეს ასეთი რეალობა.“
P.S. დასასრულს, შემიძლია გითხრათ, რომ თუ თქვენ ერთ დღეს გადაწყვეტთ აიყვანოთ ძიძა, თქვენი ბავშვისთვის, ნუ მიანიჭებთ გენდერს დიდ მნიშვნელობას. როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში არსებობს „MR ძიძა“, თბილი ღიმილით, ულვაშითა და ფერადი ქუდით, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები და მათთნ ურთიერთობა. რომელსაც ზღაპრის გმირის გარეგნობასთან ერთად აქვს საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმი და გამოცდილება.
მარიამ ლეკიაშვილი