საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ოქსფორდის ერთობლივი ბიზნეს–პროგრამის შესახებ, სილიკონ ველი თბილისის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტის“ ეთერში ისაუბრა.
კვლევა ჩავატარეთ და თბილისის ბაზარზე ერთ–ერთი ყევლაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი არის ფინანსისტის პროფესია. გვყავს ძალინ ბევრი დიპლომიანი ადამიანი, ვინც ეს პროფესია დაამთავრა, თუმცა ხშირად რთულია ვიპოვოთ კარგი კვალიფიკაციის, გამოცდილების მქონე ფინანსისტი.
ეს არის დასავლური განათლება, უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის. პროგრამა მოიცავს ისეთ სტანდარტებს,რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს. ეს პროგრამა მოითხოვს ასევე დასავლურ შრომას. პირველი შემთხვევაა საქართველოსთვის, როდესაც ოქსფორდთან ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ ეს პროგრამა. ძირითადი დამსაქმებელი არის საბანკო სფერო . მნიშვნელოვანი დამსაქმებელია ასევე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია,“–განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე