მევანახეობასა და მეღვინოებას ჩვეენს ქვეყანაში უდიდესი ტრადიცია რომ აქვს, ეს ყველასთავის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ღვინო ითვლებოდა იმ წმინდა სასმელად. ღვინო და ვენახი ყოველთვის სამშობლოსთან იყო დაკავშირებული და მას ქართველი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით ეპყრობოდა.”… იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.”- წერდა დუმბაძე
სწორედ ღვინისა და ვენახის სიყვარულია ის, რაც არ დაგვიკარგავს წლების განმავლობაში. ეს კარგად ესმoდა 19 წლის კახელ ბიჭსაც, რომლელმაც პატარა ასაკიდან დაიწყო ღვინით გატაცება. ჯემალ ხატიაშვილი 19 წლის ბიჭია, რომელსაც ღვინისა და ვენაღის სიყვარული ოჯახისგან ერგო მემკვიდრეობით.ჯერ კიდევ ადრე, პაპასთნ ერთად უძველესი ქვევრები იპოვა და ამან კიდევ უფრო გააღვივა ინტერესი ღვინის მიმართ. ბევრი დრო არ დასჭირდა საფიქრელად და პირველად 14 წლის ასაკში დაწურა ყურძენი და ისეთი ღვინის მიღება გადაწყვიტა, მეგობრებსა და ახლობლებს რომ გააოცებდა. ეს შეძლო კიდევაც. „თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ ახალგაზრდა მეწარმეს, რომელმაც შეძლო და საკუთრი ღვინის ბრენდი შექმა.
როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა, როდის გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ საკუთარი ღვინო?
– ჩემი ოჯახი ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართულია ამ საქმეში. რა თქმა უნდა, მე მათ ყოველთვის ვეხმარეობოდი ოჯახურ საქმიანობაში. თუმცა, ერთ დღესაც გადავწყვიტე სრულიად დამოუკიდებლად გამეკეთებინა ეს საქმე და მიმეღო ისეთი ღვინო, როგორიც მე მინდოდა. პირველად 14 წლის ვიყავი, როდესაც დავწურე ყურძენი და დავაყენო ღვინო. რომელიც გავხსენი სამი წლის შემდეგ. გავასინჯე მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს. საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ღვინო ჩამომესხა ბოთლებში და გამეცნო სხვისთვისაც.
როდის გააცანით ღვინო ფართო აუდიტორიას?
– 17 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ღვინო პირველად გავიტანე სიღნაღის ღვინის ფესტივალზე. ამჯერადაც წარმატება და მოწონება დაიმსახურა. მივხვდი, რომ ფართო აუდიტორიამ კარგად მიიღო ღვინის ახალი ბრენდი და ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. ღვინის ფესტივალზე 30 ბოთლი ღვინო გავიტანე, სახელწოდებით „ხატიაშვილების მევენახეობა“. შემდეგ გადავწყვიტე ღვინის წარმოება, რომელიც ჩემი ინიციატივით იყო დაწყებული გამეერთიანებინა ოჯახურ ბიზნესთან-ყველის წარმოებასთან და შემექმნა ერთი ბრენდი, რომელიც გააერთიანებდა ორ დიდ პროდუქტს – ღვინოსა და ყველს.
საკუთარი ვენახები გაქვთ, თუ მეზობელი მევენახეებიდან ყიდულობდით ყურძენს?
– ჩვენს ოჯახს აქვს საკუთარი ვენახები, რომელიც გაშენებულია ექვს ჰექტარზე. ჩვენი ვენახი არის სოფელ ტიბაანთან და ჩვენ გვაქვს 52 სახეობამდე ჯიშის ყურძენი. გვაქვს როგორც ქართული ჯიშები, მაგალითად საფერავი, ალადასტური, რქაწითელი, ასევე გვაქვს მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშიც. პირველად რქაწითელი და ალადასტური გავიტანე ფესტივალზე. წითელი ღვინო- ალადასტური და თეთრი ღვინო-რქაწითელი.
რა განცდა გქონდათ , როდესაც პირველად ჩამოასხით ღვინო?
– საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ქმნი რაღაც ახალ ბრენდს. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ პირველად მინდოდა ღვინო ჩამომესხა ბოთლებში და გამესინჯებინა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. იმდენად მომეწონა ჩამოსხმის პროცესი, იმის შეგრძნება, რომ ახალ ბრენდს ქმნი, რომ გადავწყვიტე საკუთრი ღვინო მეწარმოებინა და ფართო აუდიტორიისთვისაც გამეცნო.
არის თუ არა, თქვენი ღვინო საქართველოს ბაზარზე?
– ჯერჯერობით, ჩემი ღვინო იყიდება რამდენიმე მაღზიაში ყველთან ერთდ. რადგან წარმოება არც თუ ისე დიდია. ჩვენ გვაქვს ასევე ყველი, რომელიც დაძველებულია საფერავში, თათარასა და თაფლში.
რამდენად დიდი მოწონებით სარგებლობლობს თქვენი ღვინო და მოსწონთ თუ არა მისი გემო უცხოელ ტურისტებს?
– საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ჩემი ღვინო. ხშირად ყიდულობენ უცხოელებიც, რადგან ამ ღვინოს აქვს საკუთრი მისაყოლებელიც, ასე რომ ვთქვათ. ჩვენი ბრენდის ორივე პროდუქცია ერთდ იყიდება. ძირითადად ერთდ ყიდულობენ ამ პროდუქციას, იმიტომ რომ მათი გემოები ძალიან უხდება ერთმანეთს და თანაც ეს უცხოელებისთვის დიდი სიახლეა, როდესაც იგებენ, რომ ყველი დამზადებულია ღვინოში.
რითი განსხვავდება თქვენი ღვინო, საქართველოში არსებული სხვა ღვინოებისგან?
– ეს ღვინო განსხავდება იმით, რომ არ არის ქარხნულად დაყენებული. ეს არის მთლიანად ქიზიყური ტრადიციით დაყენებული პროდუქცია. რაც გულისხმობს ქვევრში ღვინის დაყენებას ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც ინახება ჭაჭაზე. შემდეგ გაზაფხულის პერიოდში იხსენება ქვევრი და ჩამოისხმება ღვინო ბოთლებში.
რამდენი დაჯდა ღვინოს წარმოება და გეგმავთ თუ არა მის გატანას ექსპორტზე?
– ინვესტიციები არ მომიძიები. მთლიანად ჩემი ხარჯებით შევიძინე საჭირო ინვენტარი, რაც არც თუ ისე დიდ ხარჯებთნ იყო დაკავშირებული. ყველაზე მარტივი ხერხებით ჩამოვასხი ღვინო. ახლა უკვე ვაპირებ, რომ სახელმწიფო პროგრამებშიც ჩავერთო. იმიტომ რომ, თუ გაიზრდება რაოდენობა და მოთხოვნა, უკეთესი დანადგარები დაგვჭირდება. რაც უკვე დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ექსპორტზე გატანას არ ვჩქარობ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ბრენდი ჯერ საქართველოსთვის უნდა იყოს კარგად ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიტანო საზღვრებს გარეთ. თუმცა, ყველის საწარმოში ვაპირებ ევროკავშირის სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მომცეს, გავიტანო ყველი ექსპორტზე.
რამდენი ბოთლი ღვინის ჩამოსხმა ხდება წელიწადში და როგორია მისი ფასები?
– წელიწადში დაახლოებით 1000-დან 2000-მდე ბოთლის ჩამოსხმა ხდება. ფასები მერყეობს 15 ლარიდან 30 ლარამდე.
როგორც უკვე ახსენეთ, თქვენს ოჯახს აქვს ასევე ყველის ბიზნესი, როგორ ხდება ყველის წარმოება?
– ეს არის ქართულ-ფრანგული ტექნოლოგია. ჩვენ ვაძველებთ სულგუნამდე არმისულ ყველის მასას საფერავის ტიპის ღვინოში, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, ამ ყველს ვუმატებთ ფრანგული ძალიან ცნობილი ყველის ობს. გარკვევული დროსი განმავლობაში ხდება დავარგება და მზად არის დასაგემოვნებლად. მეორე ჩვენ გვაქვს ასევე თაფლში დამზადებული ყველი, რომელიც 10-14 დღის განმავლობაში ინახება თაფლში. მესამე არის თათარაში დავარგებული ყველი. ეს თავიდან ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა იმდენად გემრიელი გამოვიდა, დავიწყე მისი გავრცელებაც. უახლოეს მომავალში ასევე ვფიქრობთ, სამი სახეობის ყველის დამატებას, რომელიც სიახლე იქნება ქართული ბაზრისთვის.
როგორია ყველის ფასი და შეუძლია თუ არა ყველას მისი შეძენა?
– ყველის ფასები გათვლილია, საშუალოსა და მაღალი ფენის მომხმარებელზე. რადგან 1კგ ყველის ღირებულება მერყეობს 30 ლარიდან 40 ლარის ჩათვლით. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ყველის ფასებთნ შედარებით 2-3-ჯერ უფრო მეტია. თუმცა ეს უფრო დიდ შრომას მოითხოვს და გემოთიც გამორჩეულია.
რა სახელწოდებით ხვდება თქვენი ბრენდი ბაზარზე?
– ყველისა და ღვინის ბრენდის სახელწოდება არის „ბუტრანა“. სახელწოდება დაკავშირებულია სოფელ ტიბაანთნ, სადაც შექმნილია მიკროზონა და გაშენებულია ვენახები. სწორედ ვენახების სახელწოდებიდან მომდინარეობს ჩვენი ბრენდის სახელიც. ძალიან მინდოდა, ეს სახელი არ დაკარგულიყო. ეს ვენახები უძველესია და აქ მოკრეფილი ყურძენი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– პირველ რიგში ვაპირებ ყველის საწარმოში დავნერგო ევროკავშირის სტანდარტი. შემდეგ მინდა საფირო მაღაზიის გახსნა. სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩვენი ფირმის ნებისმიერი ბრენდის პროდუქციის შეძენა. ასევე ვაპირებ დავამატო ყურძნის მურაბაც.
მარიამ ლეკიაშვილი