„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდსა და თავმჯდომარეს ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა ირჩევდნენ და არა პარლამენტი.

„მთლიანად არის შესაცვლელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისი ბორდის დაკომპლექტების წესთან პარლამენტს. უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მე რომ შემეძლოს და ძალა მქონდეს უმრავლესობის, აუცილებლად შევცვლიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს – ის უნდა იყოს ჟურნალისტების ხელში. ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა არჩევდნენ ბორდს და არა პარლამენტი; ასევე დირექტორსაც. ამიტომ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აცდა პოლიტიკურ ზეწოლას და წნეხს. და იქ არის სხვა დინებები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენები იგრძნობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ის უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლება შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები აირჩევენ ბორდსაც და მენეჯერსაც“, – აღნიშნავს ირმა ინაშვილმა.

 

Please follow and like us: