ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  თოვლის საფარი დაბლობში 40, ხოლო მაღლობში  -70 სანტიმეტრს აღწევს.

მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც 11 ერთეული მძიმე ტექნიკა ინტენსიურად წმენდს. ,,თოვა საკმაოდ ინტენსიურია და მძიმე ტექნიკა გასაწმენდად რომ გაივლის, უკან დაბრუნებისას თოვლი ისევ გასაწმენდია. ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქ ავტომობილებს გადაადგილება ეკრძალებათ”, – განაცხადა მანონი შავიშვილმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მანონი შავიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას დენი ეტაპობრივად მიეწოდება.

 

Please follow and like us: