გაერთიანებული სამეფო თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ააქტიურებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის პირველმა პირმა განმარტა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო მიმოქცევის გაზრდას წელიწადში 15,6 მილიარდი დოლარიდან 20 მილიარდ დოლარამდე გეგმავს.
მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი თურქეთს სამხედრო რეაქტიული გამანადგურებლების წარმოებაშიც დაეხმარება. გაერთიანებული სამეფო ანკარას ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო 125 მილიონ დოლარს გადასცემს.
ვიზიტის ფარგლებში, ტერეზა მეის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხიც განიხილეს, რაც თავის მხრივ ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, კვიპროსის გაერთიანების საკითხი და საავიაციო უსაფრთხოებაც განიხილეს.

Please follow and like us: