შეზღუდული შესაძლებლომის მქონე პირი, თემო არაბიძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს:

,,,,ამ გაჩერებაზე ინვალუდი ჩადის! მოიცადე, ინვალიდი ამოდის,” – ეს ის ფრაზებია, რომელიც თითქმის ყოველდღიურად მესმის. გასაგებია, ვიცი, რომ სამედიციო ტერმინია, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ფორმითაც ითქვას?! მაგ:-ეტლით მოსარგებლე ჩადის! ეს არის ჩემი უბნის მძღოლი,ზორო! არასოდეს არ იძახის სიტყვას ,,ინვალიდს”, გაჩერებაზე დამინახავს თუ არა, ჩამოდის, მეხმარება ასვლაში დამოუკიდებლად და არ ეძახის სხვას –  დამეხმარე ინვალიდი ამაყვანინე! სხვათაშორის, ყვითელი ავტობუსის მძღოლია, სადაც არანაირი პირობა არ არის შშმ პირმა თავისუფლად იმგზავროს! მარტო ჩემს მიმართ არ არის ეს კაცი ასეთი, ვინც კი იცნობს, ყველა დამეთანხმება მის ადამიანურ საქციელში! ბევრს ვიცნობ ზოროსნაირებს, მაგრამ ზორო არის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი და შემდეგ კარგი მძღოლი! ვისურვებდი ბევრ ზოროს (რამაზ ბერიშვილი) ჩემს ქვეყანაში!

 

 

 

 

Please follow and like us: