ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ კონკურსის MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ფინალისტების ვინაობა ცნობილია.
“ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი)და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
წელს კონკურსის ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN პრესტიული მუსიკალური ჯილდოს – “გრემის” მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.