„როდესაც მოსამართლეები ზეწოლის შესახებ ლაპარაკობენ და ამის შესახებ საგამოძიებო უწყებებს თავად მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ვისგანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა, ამაზე უსწრაფესად მოხდეს რეაგირება“. მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის მონიტორინგის საკითხზე, პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ვეტო ორ ძირითად მიმართულებას ემსახურება: ეს არის სასამართლოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მოსამართლეების დაცულობის გაზრდა. პრეზიდენტის ყევლა წერილი ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, მათ რეკომენდაციებს. პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურად ეხმიანებოდა სასამართლოში რაიმე ტიპის ზეწოლის საქმეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე როცა იყო საუბარი, მაშინ პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთო. ძიება დაიწყო, თუმცა არავინ ვიცით რა შედეგით დასრულდა. ასეთი გულგრილობა ახალისებს მსგავს შემთხვევებს.
ეს იყო აბსოლუტურად საქმიანი და გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული შეხვედრა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, როდესაც ნორმალურ დემოკრატიულ ვითარებაში, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები, მით უმეტეს პარლამენტის წევრები, ყველა დონეზე მონაწილეობენ გარკვეულ განხილვებში, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების მომზადების პროცესში.
პრეზიდენტის მრჩეველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, გადაცემების შესაძლო დახურვის საკითხზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, ეს ყველას, როგორც პრეზიდენტის ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის პოზიციაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენი საზოგადოების კუთვნილება. ჩვენ ვიხდით ჩვენი გადასახადებით და ვინახავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ბუნებრივია, აქ უნდა იყოს გატარებული, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესი. ეს საზოგადოებრივი ინტერესი აბსოლიტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ მედიაში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ მიდის პროცესები გამჭვირვალედ, სადმე სხვაგან ამაზე საუბარი აზრს კარგავს. ველოდებით დიდი ინტერესით ორშაბათსმ რომ მივიღით ინფორმაცია თუ რა გადაწყვეტილება რატომ მიიღება, რა კვლევა ჩატარდა და ა.შ. უცვლელი არაფერია, ბუნებრივია საზოგადოებროვ მაუწყებელსაც სჭირდება ცვლილებები, მაგრამ რამდენად და როგორ ეს არის მნიშვნელოვანი,“–განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მანანა ღოღობერიძე