„კანონით ნინო გვენეტაძე მოიქცა სწორად.საქმე ეხებოდა დანაშაულის შემცველ განცხადებას. როდესაც დანაშაულის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიტყო, მას ევალება, რომ ეს ცნობები გადასცეს იმას, ვისი ვალიც არის გამოძიება, ამ შემთხვევაში პროკურატურას.რასთან დაკავშირებით არის აჟიოტაჟი, აბსოლიტურად გაუგებარია ჩემთვის“. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„არსებობს გამოძიების საიდუმლოება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლების პირობებში, ყველა საქმე არის მაქსიმალურად გახსნილი. უცხოელი კოლეგებისგან შენიშვნაც კი მოგვისმენია, რატომ უნდა იყოს გამოფენილი, ესა თუ ის მტკიცებულება. საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს დასაშვებობის ფაგლებში. ამიტომ მეც არ მაქვს არანაირი ინტერესი, რომ ვიცოდე მეტი.
როგორც ჩანს ორმა მოსამართლემ განაცხადა საკუთარი ხელმძღვანელის წინაშე,რომ ისინი ყოფილი თუ ახლანდელი მაღალჩინოსნებისგან განიცდიან ზეწოლას. ხანდახან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვინდა რომ იყოს ჩართული, ხანდახან ვისმენთ,რომ ეს საბჭო არ გვინდა და მოდი დავშალოთ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის საგამოძიებო ორგანო. გვენეტაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელიც. ამ ორი ფუნქციის მქონე ადამიანმა, მიიღო ის გადაწვეტილება, რომ დანაშაულის შესახებ ცნობები არ შეინახა თავისთვის. პროცესი სწორად მიდის, გამოძიებაც პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე, მიდინარეობს აქტიურად, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც გვენეტაძეს და ვერც პროკურატურას,ვერ დავადანაშაულებთ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანანა ღოღობერიძე