„ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკების მაგიდა. მოლაპარაკების მაგიდა არის საშაულება, რომელიც გაძლევს პრობლემებს დაძლევის ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას“. რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ურთიერთობის მნიშვნელობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „იბერიასთან“ ინტერვიუსას ისაუბრა.
„შეხვედრა უნდა იყოს ორგანიზებული და ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული. თუმცა, რეალური დღის წესრიგი ამ ეტაპამდე არ ყოფილა ჩამოყალიბებული, სადაც ჩვენ და რუსეთის მხარე პირისპირ შევხვდებოდით ერთმანეთს.
სტაბილურად ვინარჩუნებთ ევროინტეგრაციის კურსს. ამ ვითარებაში რუსეთთან ერთდროულად არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები მცოცავ ანექსიასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირებით და ეს პრობლემები ყოველდღიურია. თუმცა, მეორე მხრივ გვაქვს წარმატებები ვაჭრობის სფეროში.“.
გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო რეფორმის მიღების შემთხვევაში, ვადაზე ადრე გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამორიცხა.
„ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა ე.წ „ჩორნი ხოდიდან“, სათადარიგო შესასვლელიდან პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტა და ამას არც მომავალში ვაპირებ. არგუმენტები იმისთვის, რომ შესაძლოა ვადაზე ადრე გადავდგე, არასწორია. პიროვნულადაც არ ვარ მიდრეკილი ასეთი ტიპის მოქმედებებისკენ“–განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე