საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილჯანელიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერობების მზარდი დინამიკა.სახელწმიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს,შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომში ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის,ტურიზმის, განათლების და სხვა მიმართულებით. როგორც სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა საფრანგეთიდაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებით. ამმხრივ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიისწარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გაზრდას. აღინიშნასხვადასხვა სფეროში უკვე განხორციელებული ფრანგული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის ფრანგული კომპანიები,რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის გეგმები,რაც, მათ შორის ქვეყანაში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურისგანვითარებას გულისხმობს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას შეასრულოს ევროპისათვის რეგიონშიმნიშვნელოვანი პლატფორმის როლი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისპროცესებს. ფრანგულმა მხარემ საქართველოს მიულოცა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება.თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არლემ დეზირს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსაქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აღინიშნაქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა. ფრანგულმა მხარემკიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოსმონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოებისუზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობისპროექტები, რაც ემსახურება ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას, აღინიშნა რაოდენ დიდიმნიშვნელობის მატარებელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ევროინტეგრაციის კონკრეტული ბენეფიტებითისარგებლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოებისგარემოზე.