4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

ადამიანის გარეგნობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება თმა ჩაითვალოს. თმის ფორმა, ფერი  თუ სტრუქტურა  უმრავლესობისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ თმას ქალები მეტად უვლიან, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არასწორი მოვლით თმის სტრუქტურა შესაძლოა საგრძნობლად დაზიანდეს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით  თმის მოვლაზე ნაკლებად ზრუნავენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თმასთან დაკავშირებული პრობლემები მათ არა ნაკლებ ადარდებთ.

ამ პრობლემებს შორის კი უპირველესი ალოპეციაა (თმის ნაწილობრივი ან სრული ცვენა უმეტესად თავის მიდამოში, იშვიათად სხვა ადგილებში), თმის ცვენის პრობლემებს თანამედროვე დერმატოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია. საქართველოში, ამ მხრივ, საკმაოდ რთული ვითარება. თმის ცვენის პრობლემა მამაკაცების დიდ ნაწილს აღენიშნება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ შესაძლოა პროცენტულად უფრო ნაკლებ, მაგრამ ალოპეციის პრობლემას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებშიც ვხვდებით.

რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი, არის თუ არა ეს პროცესი გენეტიკასთან დაკავშირებული და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას, ამ და სხვა საკითხებზე , „თბილისი თაიმსს“  „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“  პრეზიდენტი, ნინო ლორთქიფანიძე ესაუბრა.

პირველ რიგში მოგვიყევით  საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების შესახებ. რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს?

 – საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება 2013 წელს ჩამოყალიბდა. მისი მიზანია თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტთა პრევენციის და მკურნალობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება,  ამგვარი პაციენტებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველფენათვის საქველმოქმედო პროფესიული საკონსულტაციო დახმარების გაწევა. „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება“ ხელს უწყობს სპეციალისტ-ტრიქოლოგთა (ტრიქოლოგია-დერმატოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც თავის თმიანი არის პათოლოგიებს შეისწავლის) პროფესიული დონის ამაღლებას სპეციალური ტრეინინგების გზით, როგორცსაქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მომართვიანობა როგორია? ასაკობრივი ზღვრის შესახებ რას გვეტყვით? პროცენტულად რომელი სქესი ჭარბობს და როგორ ფიქრობთ რატომ?

 დერმატოლოგიურ და სამკურნალო-ესთეტიკურ დაწესებულებებში მომართავისას პაციენტების 8%-ი თმის ცვენის პათოლოგიაზე მოდის.  თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა და ამისთვის ექიმს არ მიმართავენ. ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ რომელი სქესის მომართვიანობა ჭარბობს, არ არსებობს. თმის ცვენის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მთლიანობაში კი ალოპეციის დიაგნოზით, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები თანაბრად მოგვმართავენ.

ყველაზე გავრცელებული თმის ცვენის ფორმაა ანდროგენული ალოპეცია, რომელიც 70 წლის ასაკისთვის მამაკაცების 80%-ს  და ქალების 42%-ს აწუხებხშირად, დაავადების პირველი ნიშნები მამაკაცებში თავს  თინეიჯერობის ასაკში იჩენს, ხოლო ქალებში, დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინება, როგორც თინეიჯერობის, ასევე პოსტმენოპაუზის დროს ხდება.

თმის ცვენის მიზეზი რა შეიძლება იყოს? გენეტიკასთან უფრო მეტადაა კავშირში თუ თმის სტრუქტურაზეა დამოკიდებული?

– არსებობს თმის ცვენის უამრავი ფორმა, ისევე როგორც, არსებობს მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი. ალოპეცია შეიძლება იყოს ცალკე დაავადება და ეს დაავადებები იყოფა ორ ჯგუფად: არანაწიბუროვანი (ანდროგენული, ბუდობრივი, დიფუზური) და ნაწიბუროვანი (პირველადი, მეორადი) თმის ცვენის პირველი ეპიზოდი ქერტლი, ქავილი, წვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თანმხლები დაავადებები (ქრონიკული, აუტოიმუნური), კვებისრეჟიმი. ამასთანავე, თმის ცვენა შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების გამოვლინება ან სინდრომი.თმის ცვენის ერთერთი ძალიან ხშირი მიზეზიასებორეული დერმატიტი, რომელიც ხალხში ქერტლის სახელით არის ცნობილი. ამასთანავე, ადამიანები  თმებს დიდ ზიანს თავად აყენებენ მუდმივი გასწორებითდა არასწორი ვარცხნილობებით. ამ ფორმის თმის ცვენას  ტრაქციული ალოპეცია ეწოდება და ის ხშირია მოცეკვავეებსა და ტანმოვარჯიშეებში.

როგორ შეიძლება ვებრძოლოთ თმის ცვენას?

  ადამიანს ყოველდღიურად 30–დან 100 ღერამდე თმა სცვივა, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა.  თუ დაცვენილი ღერების რაოდენობა  100– აღემატება, მაშინ უკვე ალოპეციაზე ჩნდება ეჭვი.

ალოპეციის  დიაგნოზი ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დასვას. მან კლინიკური დათვალიერებისას პაციენტის თავის ქალის კანი და თმიანი საფარი უნდა ნახოს, ასევე სახისა და სხეულის კანის, თმების, წარბების, წამწამებისა და ფრჩხილების შეფასება და ანამნეზისდეტალური შეგროვება უნდა მოხდეს.   შემდგომ, საჭიროა  ლაბურატორიული გამოკვლევები და  დროული მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით.

 ბუდობრივი  ცვენის შესახებ რას გვეტყვით, რა იწვევს მას?

 – ბუდობრივი ალოპეციით დაავადებულთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლოიში 2,2-4,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დერმატოლოგიურ პაციენტთა 0,7-3,8%–ს  ბუდობრივი ალოპეცია აღენიშნება. იგი ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად გვხვდება. პაციენთტა 60%– დაავადება 20 წლის ასაკამდე უვითარდება. ბუდობრივი ალოპეციის ეტიოლოგია უცნობია. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის არანაწიბუროვანი ტიპის ცვენა, რომელიც  დაზიანების ერთეული მრგვალი ან ოვალური ფორმის უბნების წარმოქმნიდან მრავლობითი გაერთიანებული კერების განვითარებამდე რეაგირებს. ტოტალური ალოპეციის დროს მთელ თავზე თმების სრული დაცვენა ხდება, მათ შორის წარბებსა და წამწამებზეც.  ხოლო უნივერსალური ფორმის დროს, თმა სხეულის მთელ ზედაპირზეა დაცვენილი.

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თუ ადამიანი მალე ჭაღარავდება, მას თმა არ გასცვივდება. აღიარებს თუ არა მედიცინა ამგვარ ფაქტს?

  ჭაღარა  თმა ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია და ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პიგმენტირებული თმა,  თუმცა,  გენეტიკას, ჰორმონებს, სტრესსა და სხვა ფაქტორებს მასზე ისეთივე გავლენა აქვთ, როგორც პიგმენტურ თმებზე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს თმა გარკვეულ სიგრძემდე ეზრდება და შემდგომ აღარ. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? მკურნალობა როგორ ხდება?

 თმის  ღერის სიგრძე თმის ფოლიკულის ზრდის ფაზის ანუ ანაგენის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პერიოდი, მით უფრო მეტად იზრდება თმა. აღნიშნული ფაზის ხანგრძლივობა უმეტესად  გენეტიკიტურად კონტროლდება, მაგრამ მასზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ჰორმონები, სტრესი და  სხვადასხვა მედიკამენტები. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე თმის ანაგენის ფაზა განსხვავებულია. მაგალითად: თავის მიდამოში ანაგენის ფაზა საშუალოდ 2–7 წელი გრძელდება, როცა ხელის, ფეხისა და წარბების მიდამოში ეს პერიოდი მხოლოდ 30–45 დღეა.  თუმცა, არსებობს ერთეული შემთხვევები, როცა თავის არეში თმის ანაგენის ფაზა ხელის, ფეხისა და წარბების მიდამოში არსებული თმის ანაგენის ფაზაზე გაცილებით ხანმოკლეა. ასეთ დროს თმის ღერის სიგრძე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. აღწერილია შემთხვევები, როცა აღნიშნული ფაზა 25 წელზე მეტ ხანს გრძელდება. ორივე შემთხვევა ძალიან იშვიათია.

თმის შეღებვა, ხშირი გასწორება და სხვადასხვა პროცედურები თმის ღერს  მისი სიგრძის მაქსიმუმამდე მიღწევაში ხელს უშლის, რადგან ყოველივე აღნიშნული თმის ღერის დაზიანებას  იწვევს, რის გამოც  მისი გაწყვეტა ხდება. თმის ღერის გაწყვეტას იწვევს ასევე ღერის სხვადასხვა პათოლოგიები, როგორიცაა: მონილექტრიქსი, ტრიქორექსისი და სხვა.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება