„რუსთავის აზოტის“ დღევანდელი ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს განთავისუფლებულ თანამშრომლებთან, სთავაზობს მათ გარკვეულ კომპენსაციებს. მსგავსი პრობლემების დროს უმჯობესია მოლაპარაკება და არა ისეთი რადიკალური ფორმა, როგრიც რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ“. „რუსთავის აზოტიდან“ მუშების გათავისუფლების საკითხზე, ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ, ვატო შაქარიშვილმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„საქმე გვაქვს ბიზნეს გარიგებასთან, რომლის მსგავსიც ქართულ ეკონომიკაში ყოველდღიურად ხშირია. „რუსთავის აზოტმა“ ვერ შეძლო ბანკთან მიმართებაში ვალდებულებების შესრულება, ამის შემდეგ ბანკმა კომპანიის აქციები აუქციონის წესით გაასხვისა. დღეს ამ კომპანიის აქტივებს ფლობს „იუ ინვესტმენტი“. ამ კომპანიის დღევანდელი მფლობელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მუშაობდნენ საქართველოს ბანკში. თუმცა, მხოლოდ ამიტომ რთულია დადასტურება, რომ : „რუსთავის აზოტი“ საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადავიდა.
მსგავსი არაერთი პროტესტი გავახსოვს და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია იკვეთება, როდესაც პოლიტიკურად აქტიური ჯგუფები ბოროტად იყენებენ საზოგადოების ნაწილის სამართლიან სოციალურ უკმაყოფილებას, ჩნდებიან პროტესტის ეპიცენტრში და ცდილობენ ინიციატივის აღებას საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად. ისინი არ არიან მოტივირებულები დაზარალებულების ინტერესების დასაცავად,“–განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე