ბოდიბილდინგი საზოგადოებაში თანდათან იწყებს ინტერესის გამოწვევასა და სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით მოქმედი სპორტსმენების ამოცანა ორმაგად რთულია. მათ უნდა მოახერხონ ადამიანების დაინტერესება, ბოდიბილდინგის სპეციფიკის გაცნობა და შემდეგ მომზადება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბოდიბილდინგის  მიმართულებაში საუკეთესო მწყვრთნელის წოდება ტატო ჯოგლიძემ დაიმსახურა. თბილისი თაიმსმა“ აღნიშნული წარმატების შესახებ დაწერა და მკითხველს დაპირდა ქართველი პროფესიონალი ბოდიბილდერის პერსონას კიდევ უფრო ახლოდან გააცნობდა. ტატო ჯოგლიძე გახლავთ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი. ის ასევე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შეჯიბრის – Aarnold classic-ის ტურნირის მონაწილე და ნახევარფინალისტია. არის ასევე არაერთი წარმატებული ბოდიბილდერის აღმზრდელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქართველოში ყველაზე ტიტულოვან ბოდიბილდერთან ჩავწერეთ ინტერვიუ. ინტერვიუდან მომქმედ სპორტსმენ და მწრთვნელ – ტატო ჯოგლიძეზე ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.

– უპირველესყოვლისა მინდა გთხოვოთ, მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი ცხოვრების შესახებ. სად დაიბადეთ, მესაუბრეთ თქვენს ოჯახზე, მეგობრებზე, განათლებასა და პროფესიაზე.

– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მე–9 კლასიდან გამოვედი და კოლეჯში განვაგრძე სწავლა.  დავამთვარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. პარალელურად აქტიურად ვიყავი დაკავებული ფეხბურთით. სწავლისა და სპორტის შეთავსებას ვთვლი, რომ კარგად ვახერხებდი. 3 თვე  ჩეხეთში ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი სხვა მიმართულებით უნდა აღმომეჩინა. 21 წლის დავოჯახდი, ამჟამად მყავს მეუღლე და ორი შვილი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მეუღლე ჩემთვის მთავარი მრჩეველი და მოტივაციის მომცემია, ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს უმეტესწილად სწორედ მას ვუმადლი. აქვე აღვნიშნავ, რომ მთელი ცხოვრება მშობლები დიდ მხარდაჭერას გამოხატავდნენ ჩემი სურვილების, შეხედულებების მიმართ, ვაღიარებ, დღემდე მათ მივიჩნევ  ყველაზე ახლო მეგობრებად. გამიმართლა იმაში, რომ ნამდვილი მეგობრების ძალიან დიდი წრე მყავს, ბავშვობიდან, სტუდენტობის პერიოდიდან შეძენილი… ჩემს მეგობრებს შორის ბევრი ისეთია, ვისთანაც სპორტი მაერთიანებს.

– ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ  „ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“; მაინტერესებს ადამიანების გაცნობის დროს  მათს გარეგნობაში ყველაზე დიდ ყურადღებას რას აქცევთ?

– ნაწილობრივ შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ ცალსახად  თქმა რთულია. ბერვჯერ ისეც მომხდარა, რომ შევხვედრივარ ადამიანს და გარეგნულად არ მომწონებია, მაგრამ როდესაც ახლოდან გამიცვნია, მასზე აზრი შემცვლია. პირველი შეხვედრის დროს  ყოველთვის აღნაგობას ვაკვირდებიეს ალბათ ჩვევად მექცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.

მიზანი, რომელსაც მიაღწიეთ და ამაყობთ და რა მიმართულ; ებით გსურთ, რომ გიცნობდეს საზოგადოება?

სასურველი მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია. საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი რაც, ალბათ, ერთ-ერთი მიზანთაგანი იყო. არნოლდ შვარცნეგერის ტურნირზე მინდოდა მონაწილეობის მიღება, ესეც გავაკეთე. ამ შეჯიბრზე ნახევარ-ფინალში მოვხვდი… შეიძლება ითქვას, ყოველთვის ვცდილობ, დასახულ მიზანს მივაღწიო, რაც ხშირ შემთხვევაში გამომდის.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ტურნირზე სამეულში მოხვედრის სურვილი მაქვს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ! მინდა, რომ ბოდიბილდინგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო, თუნდაც მცირედი, იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც ამ დრომდე დავაგროვე.

– თქვენთვის, როგორც მწრთვნელისა და როგორც მოქმედი სპორტსმენისათვის ყველაზე რთული რა არის, რას უკავშირდება საქართველოში პროფესია ბოდიბილდერი?

– საქართველოში ეს სპორტი ნაკლებად აქტუალურია, არ იცნობენ ამ მიმართულებას. იყო ბოდიბილდერი  საქართველოში  ულია, ვინაიდან ჩვენთან ნაკლებია ცოდნა და არც პირობებია იმისთვის რომ მოვემზადოთ მაღალ დონეზე... ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

– რა მიზეზით შეიძლება თქვათ უარი, რომ გახდეთ კონკრეტული ადამიანის პირადი ტრენერი და გქონიათ თუ არა მსგავსი პრაქტიკა?

ჩემთვის მთავარია, ადამიანში დავინახო მონდომება და ინტერესი. თუ ვხედავ, რომ ადამიანი უდისციპლიონოა, უარს ვამბობ ვიყო მისი მწრთვნელი. მთავარია, პასუხისმგებლობა ჰქონდეს დიდი!

– როგორი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სპორტსმენის ცხოვრებაში და რა როლს თამაშობს პიროვნების  განწყობა სპორტული მიზნების მიღწევაში?

ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთ ერთი მნიშვნელოვანია ამ სპორტში, თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ, ბოდიბილდინგში ვერ იასპარეზებ! ბევრი ცდუნებაა რაზეც უარის თქმა უწევს ადამიანს. ეს მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.

– როგორ ფიქრობთ რა ფაქტორებმა წარმოშვა სტერეოტიპი, რომ „კუნთმაგარი“ ადამიანი უნდა იყოს საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე?

ბოდიბილდინგში დიდი ცოდნაა საჭირო რომ სწორად წარმართო თუნდაც საშეჯიბრებო მომზადება, შესაბამისად ჭკუისა და ცოდნის გარეშე ძალიან გაგიჭირდება, გახდე ჩემპიონი. არ ვიცი, სტერეოტიპის წარმოშობას ხელი რამ შეუწყო, თუმცა რეალურად ინტელექტი ძალიან სჭირდება სპორტსმენს, მეტიც ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია წარმატების მიღწევის გზაზე.

– ცხოვრების მთავარი ნაწილი  ის რის გარეშეც თქვენ ტატო ჯოგლიძე ვერ იქნებოდით რა არის?

ბოდიბილდინგში საკუთარი თავი ვიპოვე. ამ სპორტით გამიცნო ხალხმა. ალბათ, რომ არა ბოდიბილდინგი, ვერ წარმომიდგენია სხვა რამ რაც ასეთ წარმატებას მომიტანდა.

რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ შვილების აღზრდის პროცესში?

ორი შვილი მყავს, ბავშვების აღზრდაში უფრო აქტიურად ჩემი მეუღლეა ჩართული, რადგან მე საქმიდან გამომდინარე ცოტა დრო მრჩება. მოგეხსენებათ, მაქვს ფიტნესცენტრი „საკემატა“ და ის  დიდ დროსა და ენერგიას მართმევს… თუმცა ყველანაირად ვცდილობ, თავისუფალი დრო შვილების ღზრდას დავუთმო.

– როგორ გგონიათ, გარდა ვიზუალისა სხვა ადამიანებისგან რა თვისებები გამოგარჩევთ?

რთულია საკუთარ თავზე საუბარი, ამაზე, ალბათ სხვამ უნდა ისაუბროს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ კულინარიასთან, მაინტერესებს ხართ თუ არა გურმანი და რისი მომზადება გამოგდით ყველაზე კარგად?

გურმანი ნამდვილად ვარ, ტკბილეული მიყვარს ძალიან რთულია მასზე უარის თქმა მომზადების პერიიოდშიმაგრამ ვახერხებ. ჩემი კვება ძირითადად შედგება ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმებისაგან… სხვათაშორის კარგად ვამზადებ სპაგეტს და სალათებს . ძირითადად ამ საქმით ჩემი მეუღლეა დაკავებული, რომელსაც  ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდის.

– მიზანი თუ ოცნება, რომელს ანიჭებთ პრიორიტეტს; მიიჩნევთ თუ არა თავს რომანტიკოს ადამიანად?

ოცნებები მიზნად უნდა აქციო და გჯეროდესრომ ასრულდება,რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო! ჩემი აზრით, ყველა შეყვარებული ადამიანი რომანტიკოსიანაწილობრივ მაინც.

– თქვენი სამომავლო მიზანი რა არის, როგორ ფიქრობთ რა იქნება მთავარი მიღწევა თქვენს ცხოვრებაში?

წელს რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობა მაქვს დაგეგმილი, მინდა, რომ წარმატებული იყოს.  ჩემი მთავარი მიღწევა ჩემი შვილების წარმატება იქნება, რაშიც მე და ჩემი მეუღლე აუცილებლად  დავუდგებით მათ გვერდში. დანარჩენს ცხოვრებას მივანდობ…

იხილეთ ასევე The Tbilisi Times მიერ მომზადებული მასალა: ბოდიბილდინგში საუკეთესო მწვრთნელად ტატო ჯოგლიძე დასახელდა

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

 

Please follow and like us: