აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და სათანადოდაფასებს ქვეყნის სიმტკიცეს და საერთაშორისო ძალისხმევას – ამის შესახებ თეთრ სახლშიგამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმაგენერალმა მაიკლ ფლინმა განაცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულიპარტნიორობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველსსაქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდანგამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერსტრატეგიულ პარტნიორობას, და წლების განმალობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერსაქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გაწეულ დახმარებას.
გენერალმა ფლინმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვანიპარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად,როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. გენერალმა ფლინმამადლობა გადაუხადა საქართველოს იმ სიმამაცისა და სიმტკიცისთვის, რასაც ქართველისამხედროები იჩენენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის პრეზიდენტისმრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურიგანვითარებს თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბადგადაიქცეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ფლინს გააცნო საქართველოსმთავრობის რეფორმების პაკეტი, რაზეც ამერიკული მხრიდან აღინიშნა, რომ რეფორმებისაღნიშნული გეგმა ემთხვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. თეთრი სახლის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდაამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათაკომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტისთავმჯდომარეს ტედ ქოქრანთან.