„Social Impact Award“ არის საერთაშორისო პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ცოდნა სოციალური მეწარმეობის კუთხით და ასევე, მონაწილეობა მიიღონ სოციალური საწარმოს ბიზნესიდეების კონკურსში. შეადგინონ საკუთარი ბიზნეს გეგმა და წამოიწყონ ახალი საქმიანობა. ესაა კონკურსი, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ მეწარმეები და ამავდროულად,პოზიტიური სოციალური ცვლილებები მოუტანონ საზოგადოებას. პროექტი მათ სთავაზობთ სრულ დახმარებას ბიზნესიდეების განსახორციელებლად.
კონკურსი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება 18-დან 30 წლამდე მსურველებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. გუნდში მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს ოთხი მონაწილისა. კონკურსი თებერვლის ბოლოს, ვორქშოფების სერიით დაიწყება. რომელიც სამ ნაწილად გაიმართება. მონაწილეებმა უნდა წარადგინონ საკუთარ ბიზნესიდეა, რომელიც უნდა იყოს ინოვაციური, ხელს უნდა უწყობდეს ცოსიალური მეწარმეობის განვითრებას ფინალისტს შორის ჟიური ორ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, ხოლო ერთი სოციალურ ქსელსი განთავსებული ვიდეოების საფუძველზე აირჩევა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო; გაემგზავრებიან „Social Impact Award-ის“ევროპის სამიტზე, გრანტის მიღების შემდეგ საშუალება ექნებათ სოციალური საწარმოს შესაქმნელად.
„მიხარია, რომ ამ საერთაშორისო კონკურსს უკვე საქართველო შემოუერთდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ოთხი ვორქშოფი სხვადასხვა თემაზე. კონკურსი სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. საბოლოო ეტაპზე კონკურსანტები ვიდეორგოლებს გადაიღებენ, სადაც მათი იდეეები იქნება წარმოდგენილი, ეს კონკურსი ერთწლიან პროგრამას მოიცავს, რომელიც უკვე 20 ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება.“ – აღნიშნავს იაკობ დეტერინგი, „social impact award-ის“ დირექტორი.
„იმედი გვაქვს, რომ პროგრამით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების გააქტიურებას ამ მიმართულებით. ისინი შეძლებენ შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა, დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეეები. ეს პროგრამა შექმნის მეწარმეების ახალ თაობას და შესაბამისად ახალ მდგრად სოციალურ საწარმოებს ჩვენს ქვეყანაში.“- განაცხადა ქეთევან ებანოიძემ, „social impact award-ის“ თანადამფუძნებელმა.
პროგრამის პარტნიორია საქართველოს ბანკი.
ღონისძიება იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
თებერვლის ბოლოდან მონაწილეებს შეუძლიათ აქტიურად დაესწრონ ვორქშოფებს, სადაც შეძლებენ ჩამოაყალიბონ და დახვეწონ საკუთარი ბიზნესიდეა სოციალური საწარმოს შესაქმნელად.
მარიამ ლეკიაშვილი